მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:20

19. ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე.20. და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა: ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა.21. და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ.
დაბადებისა თავი 3
20. და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა: ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა.
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის განკითხვა და ტყავის სამოსელი (3:20-21):

გუშინ ხომ ნახეთ მსაჯულის კაცთმოყვარეობა? ნახეთ სახიერებით აღსავსე განკითხვა? ნახეთ სასჯელთა განსხვავება — როგორ დაისაჯა მზაკვარი მაცდუნებელი და როგორ მაცდურობის მსხვერპლთათვის დაკისრებულმა სასჯელმა ღვთის დიდი კაცთმოყვარეობა გამოაჩინა? ნახეთ, რა სასარგებლო იყო ჩვენთვის სამსჯავროში თანადასწრება და იმის ნახვა, თუ როგორ მიმდინარეობდა განკითხვა? შეიტყვეთ, თუ რამდენი და რა დიდ სიკეთეთა ადამი და ევა მოაკლდნენ მცნების დარღვევით — ხომ დაკარგეს ის გამოუთქმელი დიდება და ის ცხოვრება, რომელიც ანგელოზურისგან თითქმის არაფრით ჩამოუვარდებოდა. ვნახეთ მეუფის მოწყალება, შევიტყვეთ, რა დიდი ბოროტებაა უზრუნველობა, როგორ გვართმევს იგი იმ სიკეთეებსაც, რომლებითაც უკვე ვსარგებლობდით, და დიდ სირცხვილში გვაგდებს. ამიტომ გემუდარებით, ფხიზლები ვიყოთ და მათი (პირველი ადამიანების) დაცემა სამკურნალოდ მოგვეხმაროს; მათი უზრუნველობა ჩვენთვის სიფრთხილის საბაბი იყოს, რადგან ამის შემდეგ იმავე ცოდვათა ჩამდენი უფრო მძიმე სასჯელს ექვემდებარება, ვინაიდან სხვის მაგალითით გამოსწორება არ ისურვა. მართლაც, შთამომავლები, რომლებიც პირველი ადამიანების მსგავსად სცოდავენ, მათთან თანაბარ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის