მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:2

1. ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა.2. და ჰრქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ.3. ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ.
დაბადებისა თავი 3
2. და ჰრქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ.
საუბარი 16. პირველქმნილთა დაცემის შესახებ: „და იყვნეს ორნივე შიშუელ" (დაბ 2:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღმერთთან თანასწორობის ცრუ დანაპირები (3:1-6):

მაგრამ მოვისმინოთ, რას პასუხობს ეშმაკს. როცა გველმა თქვა: „რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა", დედაკაცი ეუბნება: „ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ. ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ" (). ხედავ, რა ვერაგობაა? ის თქვა, რაც არ ყოფილა, რათა მას საუბარში ჩაეთრია და გაეგო, რა იყო (სინამდვილეში ნათქვამი). დედაკაცმა, მისადმი კეთილგანწყობილს როგორც ენდო, მთელი მცნება გაუმხილა, ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრო და თავისი პასუხით ყოველგვარი გამართლება წაართვა თავის თავს. მართლაც, რა შეგიძლია, დედაკაცო, თავის გასამართლებლად თქვა? „თქუა ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა". შენ უნდა მობრუნებულიყავი მისგან (ეშმაკისგან), როგორც (სიმართლის) საწინააღმდეგოს მთქმელისგან, და გეთქვა: წადი, შენ მატყუარა ხარ, არ იცი არც მოცემული მცნების ძალა, არც ჩვენი სარგებლობის სიდიადე, არც (ღვთის) ნიჭთა სიუხვე. შენ ამბობ, თითქოს ღმერთმა ბრძანა, რომ არცერთი სამოთხის ხიდან არ...

სრულად ნახვა
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის განკითხვა და ტყავის სამოსელი (3:20-21):

...ქული), ვინაიდან რჯული ჰყავდათ მასწავლებლად და მიუხედავად ამისა, არ გამოსწორდნენ, არამედ იმათ მსგავსად სცოდეს, უფრო მძიმე სასჯელს მიიღებენ. მაგრამ მოვისმინოთ ისიც, რაც დღეს წაკითხულია. „და უწოდა, — ამბობს (მოსე), — ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ევა, ესე იგი, ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა" (). შეხედე, რა ზედმიწევნითობაა საღვთო წერილის (სიტყვებში), როგორ ესეც არ დაუმალა, არამედ გვაუწყა, რომ ადამიანმა ცოლსაც სახელი დაარქვა. „უწოდა, — ამბობს, — სახელი ცოლსა თჳსსა ევა, რაც ნიშნავს — ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა", ესე იგი, ის არის მისგან წარმოსაშობ ყველა ადამიანთა დასაბამი, ფესვი და საფუძველი მომავალი მოდგმისა. შემდეგ, ცოლისთვის სახელის დარქმევის შესახებ რომ გვაუწყა, კვლავ ღვთის სახიერებას გვიჩვენებს, რომ ის თავის მიერ შექმნილთ ყურადღების გარეშე არ ტოვებს, თუმცა ისინი ასეთ სირცხვილსა და შიშველობაში იმყოფებოდნენ. „და უქმნა, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ" (). როგორც გულმოწყალე მამა, რომელსაც კეთილშობილი შვილი ჰყავს, ყოველი მზრუნველობით აღზრდილი, სრული ფუფუნებით მცხოვრები, მშვენიერ სა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (9,13).:

...ქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (9,13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიტყუაჲ ბასრობისსახედ თქუა მწიგნობართა მათ მიმართ და ფარისეველთა, მათთა მათ გონებათა შემსგავსებულად, ვითარცა-იგი წერილ არს დაბადებასა შინა, ვითარმედ: „აჰა ესერა ადამ იქმნა, ვი-თარცა ერთი ჩუენგანი“, ბრალობისა და ბასრობისა სახედ; ვინაჲთგან ეშმაკმან გუელისა მიერ ეგრეთ აღუთქუა ევას, ვითარმედ: „იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი“, აბრალებს მათ ღმერთი ესევითარისა ამის სიტყჳსა სახითა და იტყჳს: „აჰა ესერა ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი“; ვითარმცა იტყოდა: ეჰა უგუნურებაჲ ადამისი, რომელიღა საქმე ჰრწმენა გუელისაგან! - რაჲთამცა გემოჲს-ხილვითა მით იქმნა ღმერთ. და კუალად ფსალმუნსა შინა წერილ არს: „შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი“, - საკდემელად უგუნურისა მის ერისა; ვითარმცა ეტყოდა, თუ: რასა ჰგონებთ, შემემშიამცა? ანუ ჭამადი საჴმარ არს ჩემდა? ჵ უგუნურნო და ცოფნო! ეგრეთვესახედ ამასცა ადგილსა, ვინაჲთგან უგუნურნი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი მართალ ჰგონებდეს თავთა თჳსთა და აბრალებდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს მეზუერეთა და ცოდვილთა შეწყნარებისათჳს და...

სრულად ნახვა