მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:18

17. ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.18. ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა,19. ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე.
დაბადებისა თავი 3
18. ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა,
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
9. ადამის სასჯელი და სიკვდილის განაჩენი (3:17-19):

ვნახოთ მაშ, ცოლის შემდეგ, რას ეუბნება ღმერთი ქმარს და რა სასჯელს ადებს მასაც. „ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა. ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე" (დაბ 3:17–19). აქედანაც უფლის ადამიანისადმი დიდი და გამოუთქმელი მზრუნველობა ჩანს; მაგრამ ყურადღებით მოვისმინოთ თითოეული სიტყვა. „ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე". რადგან შენ, ამბობს, ცოლის ხმა მოისმინე და ხისგან გეგემა, მისი რჩევა ჩემს მცნებაზე მეტად ამჯობინე და ერთადერთი იმ ხისგან, რომლისგანაც არგემებას გამცნე, თავის შეკავება არ ინდომე (მრავალი ხისგან კი არა, მხოლოდ ერთისგან შეკავებას გიბრძანე, იმისგანაც ვერ შეიკავე თავი; ჩემი მცნებანი დაგავიწყდა და ცოლი...

სრულად ნახვა
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ენათა აღრევა და ხალხთა განბნევა (11:6-9):

...სათანადოდ არ გამოიყენა; ამიტომ ღმერთმა ქმარს დაუმორჩილა იგი. იგივე ადამთანაც: მან სამოთხისეული ცხოვრების დიდი ბედნიერება არ გამოიყენა სათანადოდ, არამედ ურჩობით სასჯელის ღირსი გახადა თავი; ამიტომ ღმერთმა სამოთხიდან განდევნა და საუკუნო სასჯელი დააკისრა, უთხრა რა: „ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ" მიწა (). მაშ, როცა ეს ადამიანებიც, რომლებიც ერთი ენით სარგებლობდნენ, მათთვის მინიჭებული უპირატესობა ბოროტად გამოიყენეს, ღმერთი მრავალენოვნებით აჩერებს მათი უკეთურების სწრაფვას. „და შეურინეთ, — ამბობს, — მათ ენანი, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა", — რათა, როგორც ენის ერთობა ერთ ადგილას ცხოვრებაში აერთიანებდა მათ, ისე ენის სხვადასხვაობამ აიძულოს ისინი განიბნენ. ერთი ენა და მეტყველების წესი რომ არ ჰქონდათ, როგორ შეძლებდნენ ერთად ცხოვრებას? „და განთესნა იგინი, — ნათქვამია, — უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი" (). შეხედე უფლის კაცთმოყვარეობას, რა გაჭირვებაში ჩააყენა ისინი! ისინი ამის შემდეგ ჭკუიდან გაშმაგებულებს დაემსგავსნენ: ერთი ამას ითხოვდა, მეორე სხვას აწოდებდა, ისე, რომ ბოლოს მთელი მათი ძალისხმევა უნაყოფო გახდა. ამი...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის აღთქმა და ნოეს კურთხევა (9:1-4):

...ებისა! "და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე". და ეს გამოთქმა — "შევინანე" — ადამიანისებურად და ჩვენი ბუნებისადმი მისადაგებულად არის ნახმარი. "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა". ღმერთმა დაწყევლა იგი პირველი ადამიანის გამო, სთქვა რა: "ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ" (), და მერე ასევე კაინის გამოც. და აი, რადგან ახლაც მოავლინა (მიწაზე) ესოდენ საყოველთაო წარწყმედა, მართლის სანუგეშოდ და გასამხნევებლად, — რომ, ანუ, მან არ იფიქროს თავისთვის: რა სარგებლობაა მოცემული (ღვთისგან) კურთხევისა და სიტყვებისა: "აღორძნდით და განმრავლდით", თუ ჩვენ, გამრავლებულნიც, კვლავ უნდა დავიღუპოთ, ხომ ადამსაც უთხრა: "აღორძნდით და განმრავლდით", და მაინც მოავლინა წარღვნა, — რომ, ვამბობ, ნოეს ასე არ ეფიქრა და ამ აზრისგან სულში მუდმივი მღელვარება არ ეგრძნო, უყურე, რა კაცთმოყვარეობას ავლენს უფალი! "არ-ღა შევსძინო", — ამბობს, — "მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა". უყურე, როგორ ნათლად აჩვენა (ღმერთმა), რომ წყევლა მიწას ადამიანთა უკეთურების გამო დაადო. მერე, რომ არ ვიფიქროთ, თითქოს ახლა ეს დაპირება იმიტომ მისცა, რომ ისინი უკეთესნი გახდნენ, ამბობს: **"რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იბ ვითარმედ ქრისტეანემან უკუეთუ არა აჩუენოს მოქალაქობაჲ სათნოჲ, უმეტესად იტანჯოს:

...-მე იყოს ჩუენდა, რომელთა მოგუეცნეს ცანი სამკჳდრებელად და ვიქმნენით თანამკჳდრ ძისა ღმრთისა და მერმეღა მორჩილებასა შინა ბოროტისა მის გუელისასა ვიპოვნეთ? რამეთუ არღარა იგი გუესმას, ვითარმედ: „მიწაჲ ხარ და მიწად მიიქცე“, და „ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდეს შენ“, და სხუაჲ იგი ესევითარი, არამედ ფრიად უმწარესნი იგი და უძნელესნი სიტყუანი: წარსლვაჲ ბნელად გარესკნელად და ცეცხლად უშრეტად და შეკრვაჲ ჴელით და ფერჴით საკრველითა მით განუჴსნელითა და მიცემაჲ მატლთა მათ წამლეანთა, სადა-იგი არს ტირილი სამარადისოჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ; და სამართლად შეგუემ-თხჳოს ესე ყოველი, რამეთუ რომელთა პატივი იგი დიდი არა შეიშუენონ, ჯერ-არს მათი უკუანაჲსკნელთა სატანჯველთა მიცემაჲ.

ესე ყოველი, საყუარელო, გულისჴმა-ყავ და თავსა შენსა ეკრძალე. განხუმულ არიან ცანი და გზაჲ მუნ აღსლვისაჲ მზა არს. ელიაცა ოდესმე განახუნა ცანი და დაჰჴშნა, არამედ გარდამოყვანებად და დაყენებად წჳმისა; ხოლო შენ არა ესრეთ განგეხუმიან ცანი, არამედ რაჲთა აღხჳდე და შეხჳდე მიუთხრობელთა მათ კეთილთა; და საკჳრველი ესე არს, რამეთუ არა თუ აღსლვად ოდენ ჴელ-გეწიფების, არამედ სხუათაცა აღყვანებად, უკუეთუ გენებოს. ესრეთ მოუცემიეს შენდა უფალსა ესევითარი ესე კადნი...

სრულად ნახვა