მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:17

16. და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ.17. ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.18. ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა,
დაბადებისა თავი 3
17. ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
9. ადამის სასჯელი და სიკვდილის განაჩენი (3:17-19):

ვნახოთ მაშ, ცოლის შემდეგ, რას ეუბნება ღმერთი ქმარს და რა სასჯელს ადებს მასაც. „ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა. ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე" (დაბ 3:17–19). აქედანაც უფლის ადამიანისადმი დიდი და გამოუთქმელი მზრუნველობა ჩანს; მაგრამ ყურადღებით მოვისმინოთ თითოეული სიტყვა. „ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე". რადგან შენ, ამბობს, ცოლის ხმა მოისმინე და ხისგან გეგემა, მისი რჩევა ჩემს მცნებაზე მეტად ამჯობინე და ერთადერთი იმ ხისგან, რომლისგანაც არგემებას გამცნე, თავის შეკავება არ ინდომე (მრავალი ხისგან კი არა, მხოლოდ ერთისგან შეკავებას გიბრძანე, იმისგანაც ვერ შეიკავე თავი; ჩემი მცნებანი დაგავიწყდა და ცოლი...

სრულად ნახვა
საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაინის წყევლა და დაგვიანებული აღსარება (4:11-13):

...ე, საყვარელო, წყევლის განსხვავება. ნუ გამოტოვებ ამას უყურადღებოდ, არამედ წყევლის სიმძიმით განსაჯე დანაშაულის სიმძიმე. რამდენად მძიმეა ეს ცოდვა (კაინისა) პირველქმნილის (ადამის) ურჩობასთან შედარებით, ეს მსურველს წყევლის განსხვავებიდან შეუძლია დაინახოს. იქ (უფალმა) თქვა: „წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა" () და წყევლა მიწაზე გადაანთხია, თვით ადამიანზე მზრუნველობის გამო; აქ კი, რადგან საქმე დამღუპველია, თავხედობა შეუწყნარებელია, დანაშაული მიუტევებელი, თვით ექვემდებარება წყევლას: „წყეულ იყავ შენ, — ამბობს, — ქუეყანისაგან". ის თითქმის ისევე მოიქცა, როგორც გველი, რომელიც ეშმაკური ჩანაფიქრის იარაღი იყო; როგორც გველმა მოტყუებით სიკვდილი შემოიყვანა, ისე კაინმაც, ძმა რომ მოატყუა და ველზე გაიყვანა, ხელი მის წინააღმდეგ შეიარაღა და მკვლელობა ჩაიდინა. ამიტომ, როგორც გველს უთხრა უფალმა: „წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა" (), ისე ამასაც, რადგან მსგავსად მოიქცა. როგორც ეშმაკმა, შურითა და ბოროტებით ამოძრავებული, ვერ აიტანა რა ადამიანისთვის თავიდანვე ბოძებული გამოუთქმელი სიკეთეები, ამ შურის გამო მიმართა მოტყუებას, რომელმაც სიკვდილი შემოიყვანა; ისევე კ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...დ სისხლსა აბელის, ძმისა შენისა“.

და კუალად პირველ, გარდასლვასა მას ადამისსა, დაწყევა იგი მეუფემან და თქუა: „წყეულ იყავნ ქუეყანაჲ საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე პურსა შენსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ“.

და ესრეთ ყოველივე სოფელი სავსე იყო სისხლითა და ეკლითა წყევისა მისგან, და ესე ჴელითწერილი აქუნდა მტერსა. ამისთჳს მაღლოოდა ყოველთა ზედა და ლაღად მძლავრობდა, ვითარცა ტყუეთა ზედა თჳსთა. ამისთჳს წარმოტყუენა იგი უფალმან ყოვლისა მისგან. და მი-რაჲ-ვიდოდა სიკუდილდ, ესე ყოველი მიიღო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა ცუდად, არამედ ცხორებისათჳს ჩუენისა თავს-იდვა ყოველივე იგი. მაშინ უკუე სისხლნი იგი, რომლითა სოფელი შებღალულ იყო, მეწამულსა მას სამოსელსა ეტჳრთნეს, და ეკალნი - გჳრგჳნსა მას ეკლისასა, ხოლო ჴელისწერილი ჩუენთა ცოდვათაჲ - ლერწამსა მას, რომელი მისცეს; რაჲთა სიკუდილსა თანა ესე ყოველიცა განაქარვოს და სოფელი წმიდა-ყოს და ეკლისა წილ მოგუცეს ძელი ცხორებისაჲ, ხოლო სისხლთა მათ წილ ბილწებისათა თჳსითა სისხლითა წმიდა-ყოს ქუეყანაჲ. და წყევისა წილ მოგუანიჭოს ნეტარებაჲ მყოფთა ქუეყანისათა, ვითარცა იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ...

სრულად ნახვა