ყურადღება მიაქციე, საყვარელო, ღვთის სახიერების სიჭარბეს: ის მასთან (ადამთან) ისე საუბრობს, როგორც მეგობარი მეგობართან, და საყვედურს ეუბნება მცნების დარღვევისთვის. „ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე"? დიდი ძალა აქვს სიტყვებსაც: „მისგან არა ჭამად". განა, ამბობს, სამოთხის სიამოვნებებში შეგიზღუდე? განა სრული თავისუფლება არ მოგეცი და სამოთხეში არსებული ყველაფერი შენს ხელთ არ ჩავაბარე, ოღონდ ერთი ხისგან თავის შეკავება გამცნე, რათა გენახა, რომ მეუფის ქვეშ იმყოფები და გარკვეული მორჩილება უნდა გამოგეჩინა? მაშ, რა უზრუნველობაა ეს, რომ ამდენი სიამოვნების მქონემ ამ ერთისგან ვერ შეიკავე თავი და ისე სწრაფად დაარღვიე ჩემი მცნება და ამდენ უბედურებაში ჩაიგდე თავი? რა სარგებელი ნახე? განა წინასწარ არ გეთქვა ყოველივე? განა არ შეგიკავე და მუქარით არ დაგიცავი? განა არ გითხარი, რა მოგივათ? განა იმიტომ არ აგიკრძალეთ, რომ ამას (უბედურებას) არ დაქვემდებარებოდით? ვინ მოგცემს შენდობას, როცა ამდენი გაფრთხილების შემდეგ ასე უყურადღებო აღმოჩნდი? განა, როგორც მამამ საყვარელ შვილს,...
დაბადებისა 3:12
..., რათა ეს ჩვეულება ძირფესვიანად ამოგლიჯოს, გამუდმებით ამბობს, რომ მათთან სამსჯავრო პაექრობაში შედის.
3. დევნა დამდაბლება და ცოდვის სიბნელე
ამრიგად, ამგვარი რამ შესცოდა პირველქმნილმაც; ამიტომაც ამბობდა: „დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე.“ () იუდეველებიც მრავალ ასეთ რამეში სცოდავდნენ. „რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.“ () „მე რაღატომ ვამბობ ჩემს თავზე, ან ამა და ამ ადამიანზე?“ — ამბობს წინასწარმეტყველი. არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელიც, როცა შენგან აღთქმულ სიკეთეებთან შეპირისპირებით განიკითხება, გამართლებას შეძლებს; ამგვარად, გამარჯვება ჭარბად შენს მხარესაა. „რამეთუ დევნა მტერმამ სული ჩემი“ () შეიძლება ეს სიტყვა საულის გამოც ნათქვამად გავიგოთ, რადგან ის მტერი იყო და მაშინ დავითს დევნიდა; მაგრამ შეიძლება ამაღლებული მნიშვნ...
...არ მოტყუებულა, არც ურჩობა ჩაუდენია? ზუსტად დაუკვირდი. დედაკაცი ამბობს: „გუელმან მაცთუნა მე და ვჭამე“ (); ადამი კი არ ამბობს, დედაკაცმა მაცდუნაო, არამედ: „მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე“ (). ხოლო ერთი და იგივე არ არის, მოტყუება თანაბუნებისა და ნათესავისგან მიიღო თუ მხეცისგან, მონისა და დაქვემდებარებულისგან; ამიტომ ეს უკანასკნელი არის ნამდვილი მოტყუება. ამრიგად, ქალთან შედარებით ამბობს, რომ ადამი არ მოტყუებულა, რადგან ქალი მონამ და დაქვემდებარებულმა მოატყუა, ხოლო ადამი - თავისუფალმა ქალმა. კვლავ, ადამზე კი არ არის ნათქვამი: „იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად... და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა“ (), არამედ დედაკაცზეა ნათქვამი, რომ მან ჭამა და თავის ქმარსაც მისცა; ამიტომ ადამმა სურვილით შეპყრობილმა კი არ დაარღვია მცნება, არამედ უბრალოდ ქალს დაუჯერა. ერთხელ ქალმა ასწავლა და ყველაფერი დ...