მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:1

1. ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა.2. და ჰრქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ.
დაბადებისა თავი 3
1. ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა.
საუბარი 16. პირველქმნილთა დაცემის შესახებ: „და იყვნეს ორნივე შიშუელ" (დაბ 2:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ეშმაკის ცთუნება და ევას უყურადღებობა (3:1):

მაგრამ აქ, შეიძლება, ვინმე დაებნეს და ინდომოს იმის ცოდნა, ხომ არ ჰქონდა ამ ცხოველს მეტყველების უნარიც? არა, ასე არ უნდა ვიფიქროთ, არამედ ყოველთვის წერილს რომ მივყვებოდეთ, ასე უნდა ვიმსჯელოთ: სიტყვები ეშმაკს ეკუთვნოდა, რომელიც თავისი შურით იყო ამ ცთუნებისკენ აღძრული, ხოლო ეს ცხოველი მოხერხებულ იარაღად გამოიყენა, რათა, თავის ცთუნებას სატყუარად დაეფარა, ჯერ დედაკაცი შეაცდინა, როგორც ცთუნებისადმი ყოველთვის უფრო მიდრეკილი, შემდეგ კი მის მეშვეობით — პირველქმნილიც. ასე რომ, ეს უტყვი ცხოველი მზაკვრობისთვის გამოიყენა და მის მეშვეობით დედაკაცთან საუბარში შედის და ეუბნება: „რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა" შეხედეთ, რა ძალიან დახვეწილი მზაკვრობაა აქ! იმას, რაც ღმერთმა არ თქვა, ეშმაკი რჩევისა და კითხვის სახით სთავაზობს, თითქოს ზრუნავს მათზე, რადგან ასეთ კეთილგანწყობას გამოხატავს ეს სიტყვები: „რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა" თითქოს ასე ამბობდა ბოროტი ის დემონი: რისთვის (ღმერთმა) ასეთი სიამოვნება წაგართვათ? რატომ არ მოგცათ სამოთხის სიკეთით სრულად სარგებლობის...

სრულად ნახვა
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ენათა აღრევა და ხალხთა განბნევა (11:6-9):

...სათანადოდ არ გამოიყენა; ამიტომ ღმერთმა ქმარს დაუმორჩილა იგი. იგივე ადამთანაც: მან სამოთხისეული ცხოვრების დიდი ბედნიერება არ გამოიყენა სათანადოდ, არამედ ურჩობით სასჯელის ღირსი გახადა თავი; ამიტომ ღმერთმა სამოთხიდან განდევნა და საუკუნო სასჯელი დააკისრა, უთხრა რა: „ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ" მიწა (). მაშ, როცა ეს ადამიანებიც, რომლებიც ერთი ენით სარგებლობდნენ, მათთვის მინიჭებული უპირატესობა ბოროტად გამოიყენეს, ღმერთი მრავალენოვნებით აჩერებს მათი უკეთურების სწრაფვას. „და შეურინეთ, — ამბობს, — მათ ენანი, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა", — რათა, როგორც ენის ერთობა ერთ ადგილას ცხოვრებაში აერთიანებდა მათ, ისე ენის სხვადასხვაობამ აიძულოს ისინი განიბნენ. ერთი ენა და მეტყველების წესი რომ არ ჰქონდათ, როგორ შეძლებდნენ ერთად ცხოვრებას? „და განთესნა იგინი, — ნათქვამია, — უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი" (). შეხედე უფლის კაცთმოყვარეობას, რა გაჭირვებაში ჩააყენა ისინი! ისინი ამის შემდეგ ჭკუიდან გაშმაგებულებს დაემსგავსნენ: ერთი ამას ითხოვდა, მეორე სხვას აწოდებდა, ისე, რომ ბოლოს მთელი მათი ძალისხმევა უნაყოფო გახდა. ამი...

სრულად ნახვა
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ნოეს წინასწარმეტყველური კურთხევანი (9:26-27):

...ნიერება — ძმებთან ღირსებით თანასწორი ყოფნა — ამიტომ მინდა, დამორჩილებით შეიგონო. იგივე მოხდა დასაწყისშიც ცოლთან. მასაც თანასწორი პატივი ჰქონდა ქმართან, მაგრამ, რადგან მინიჭებული პატივით კარგად ვერ ისარგებლა, ხელმწიფებაც წაერთვა და მოისმინა: «და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ» (). ვერ შეძელ, ამბობს, ხელმწიფების კარგად გამოყენება, ასე რომ ისწავლე კარგად დამორჩილება, ვიდრე ცუდად მართვა. ასევე ქამიც ახლა, თავისი შეგონებისთვის ისჯება და თავის შვილში იტანს სასჯელს, რათა შენთვის ცნობილი იყოს, რომ თუმცა თავად უკვე მოხუცი იყო, სასჯელი მის შვილზე გადავიდა; ამან კი მისი ცხოვრება მწუხარე და სატანჯველი გახადა, იმ აზრით, რომ მისი სიკვდილის შემდეგაც შვილს უნდა ეტარებინა სასჯელი მისი შეცოდებისთვის. თუმცა, მისი შვილიც თავისთავად მანკიერი იყო, და ყველა მისი შთამომავალი გახრწნილი და უკეთურებისკენ გადახრილი; ამის შესახებ მოისმინე, რას ამბობს წერილი საყვედურით: «მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა» (); და სხვა ადგილას საყვედურით: «თესლო ქანანისაო და არა იუდასო» (). მაგრამ, შევიტყვეთ რა, რა სასჯელს დაექვემდებარა მამის...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის აღთქმა და ნოეს კურთხევა (9:1-4):

...ებისა! "და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე". და ეს გამოთქმა — "შევინანე" — ადამიანისებურად და ჩვენი ბუნებისადმი მისადაგებულად არის ნახმარი. "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა". ღმერთმა დაწყევლა იგი პირველი ადამიანის გამო, სთქვა რა: "ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ" (), და მერე ასევე კაინის გამოც. და აი, რადგან ახლაც მოავლინა (მიწაზე) ესოდენ საყოველთაო წარწყმედა, მართლის სანუგეშოდ და გასამხნევებლად, — რომ, ანუ, მან არ იფიქროს თავისთვის: რა სარგებლობაა მოცემული (ღვთისგან) კურთხევისა და სიტყვებისა: "აღორძნდით და განმრავლდით", თუ ჩვენ, გამრავლებულნიც, კვლავ უნდა დავიღუპოთ, ხომ ადამსაც უთხრა: "აღორძნდით და განმრავლდით", და მაინც მოავლინა წარღვნა, — რომ, ვამბობ, ნოეს ასე არ ეფიქრა და ამ აზრისგან სულში მუდმივი მღელვარება არ ეგრძნო, უყურე, რა კაცთმოყვარეობას ავლენს უფალი! "არ-ღა შევსძინო", — ამბობს, — "მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა". უყურე, როგორ ნათლად აჩვენა (ღმერთმა), რომ წყევლა მიწას ადამიანთა უკეთურების გამო დაადო. მერე, რომ არ ვიფიქროთ, თითქოს ახლა ეს დაპირება იმიტომ მისცა, რომ ისინი უკეთესნი გახდნენ, ამბობს: **"რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით...

სრულად ნახვა
საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის სახიერება თვით სასჯელში:

...ღმერთმა მისი კეთილისმყოფელი შედეგები მასზე არ შეაჩერა, არამედ სურდა, რომ მისი ბედით შთამომავლებიც დარიგებულიყვნენ. მართლაც, თუ ამის შემდეგაც ადამის ძემ, კაინმა, თუმცა თვალწინ ჰქონდა მამის სამოთხიდან განდევნა, ამ გამოუთქმელი დიდების დაკარგვა და ის საშინელი წყევლა, რომელმაც თქვა: "მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე"(), და მიუხედავად ამისა არ დარიგდა, არამედ უფრო მძიმე ცოდვაში ჩავარდა, მაშ, რა სიშმაგემდე არ მივიდოდა, მამის ამბავი რომ არ სცოდნოდა? და აი, რაც განსაკუთრებით საკვირველია: ამ ესოდენ დიდ ცოდვილსაც, რომელმაც ბილწი მკვლელობით შეიბილწა ხელი, უფალმა სასჯელი კაცთმოყვარეობასთან ერთად მისცა.

2. კაინის ცოდვა და მიტევების საზომი

რათა შეიცნო ღვთის სახიერების სიდიადე კაინთან მომხდარიდან: უფალმა, როცა კაინმა მის წინაშე შესცოდა და მსხვერპლის შეწირვა გადაწყვიტა, მაგრამ დიდი დაუდევრობა გამოიჩინა, ანუ სათანადო არჩევანი არ გააკეთა, არამედ უბრალოდ, რაც მოხვდა, ის მოიტანა, უფალმა ამის გამო არაფერი უსიამოვნო და საყვედურიანი უთხრა, თუმცა ეს არცთუ უმნიშვნელო ცოდვა იყო, არამედ ძალიან დიდი. მართლაც, თუ მსგავსი ადამიანების პატივისცემის მსურველნი მათ პირველსა და საუკეთესოს უთმობენ და ცდილობენ წარუდგინონ ის, რასაც ყველაფერზე მეტად აფასებენ, მაშ, როგორ ა...

სრულად ნახვა
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ნოეს თავშეკავება და ქვეყნის განხრწნა (6:12-13):

.... მიწის სახელით მთელ კაცობრიობას მოიხსენიებს. რადგანაც ყველა მათი საქმე მიწიერი იყო, წერილი მიწის სახელით მათ დამდაბლებასა და უღმრთოების უკიდურეს ხარისხს აღნიშნავს. როგორც პირველ ადამიანზე, როცა მცნება დაარღვია და მისი შემოსილი დიდება დაკარგა, ღმერთმა, სიკვდილით დასჯისას, თქვა: „მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე" (), ისევე აქაც, როცა ბოროტება ძალიან გაძლიერდა, წერილი ამბობს: „განიხრწნა ქუეყანა". და არა უბრალოდ თქვა: „განიხრწნა ქუეყანა", არამედ: „წინაშე ღმრთისა, და აღივსო ქუეყანაჲ სიცრუვითა". სიტყვით „განხრწნა" მათ ყველა მანკიერებას აღნიშნავს, რადგან არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთსა ან ორ ცოდვაში იყვნენ დამნაშავენი; არა, ყველა უკანონობას დიდი სიმრავლით ჩადიოდნენ. ამიტომ წერილი დაუმატებს: „აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა". არც უბრალოდ და არც შემთხვევით მისცეს თავი უღმრთოებას; არა, ყველა ცოდვას დიდი შემართებით ჩადიოდნენ. და შეხედე, როგორ აღარ სურს წერილს მათი უბრალო სახელით მოხსენიებაც კი, არამედ უბრალოდ მიწას უწოდებს, რითიც გარყვნილების სიმძიმესაც და ღვთის რისხვის სიდიადესაც უჩვენებს. „განხრწნა ქუეყანაჲ წინაშე ღმრთისა", ესე იგი, ყველაფერი ღვთის ბრძანებათა საპირისპიროდ აკეთებდნენ, ღვთის მცნებებს თელავდნენ და ბუნებაში...

სრულად ნახვა
საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაინის წყევლა და დაგვიანებული აღსარება (4:11-13):

...ე, საყვარელო, წყევლის განსხვავება. ნუ გამოტოვებ ამას უყურადღებოდ, არამედ წყევლის სიმძიმით განსაჯე დანაშაულის სიმძიმე. რამდენად მძიმეა ეს ცოდვა (კაინისა) პირველქმნილის (ადამის) ურჩობასთან შედარებით, ეს მსურველს წყევლის განსხვავებიდან შეუძლია დაინახოს. იქ (უფალმა) თქვა: „წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა" () და წყევლა მიწაზე გადაანთხია, თვით ადამიანზე მზრუნველობის გამო; აქ კი, რადგან საქმე დამღუპველია, თავხედობა შეუწყნარებელია, დანაშაული მიუტევებელი, თვით ექვემდებარება წყევლას: „წყეულ იყავ შენ, — ამბობს, — ქუეყანისაგან". ის თითქმის ისევე მოიქცა, როგორც გველი, რომელიც ეშმაკური ჩანაფიქრის იარაღი იყო; როგორც გველმა მოტყუებით სიკვდილი შემოიყვანა, ისე კაინმაც, ძმა რომ მოატყუა და ველზე გაიყვანა, ხელი მის წინააღმდეგ შეიარაღა და მკვლელობა ჩაიდინა. ამიტომ, როგორც გველს უთხრა უფალმა: „წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა" (), ისე ამასაც, რადგან მსგავსად მოიქცა. როგორც ეშმაკმა, შურითა და ბოროტებით ამოძრავებული, ვერ აიტანა რა ადამიანისთვის თავიდანვე ბოძებული გამოუთქმელი სიკეთეები, ამ შურის გამო მიმართა მოტყუებას, რომელმაც სიკვდილი შემოიყვანა; ისევე კ...

სრულად ნახვა
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სიცოცხლის ხე და ქერობინთა მცველობა (3:24):

...ს) შრომაში მუდმივი შეხსენება ჰქონოდა თავისი სიმდაბლისა და იცოდეს, რომ აქედანაა მისი შედგენილობა, რომ მისი სხეულის არსება თავდაპირველად მიწიდან წარმოიშვა: „საქმედ", ამბობს, იმ „ქუეყანისა", რომლისგანაც თავადვეა შედგენილი. რაც ღმერთმა თავის განაჩენში გამოხატა: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა" (), სწორედ იმავეს გამოხატავს ახლა სიტყვებით: „საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა". შემდეგ, რათა ვიცოდეთ, რა მანძილზე დააშორა ღმერთმა ადამიანი სამოთხეს, საღვთო წერილი ამასაც გვასწავლის და ამბობს: „და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა" (). შეხედე, ყოველ გარემოებაში როგორ გამოვლინდა ყოველთა მეუფის კაცთმოყვარეობა და სასჯელის ყოველი სახე დიდ სახიერებაზე მოწმობს. არა მხოლოდ განდევნა იყო კაცთმოყვარეობისა და სახიერების საქმე, არამედ ისიც, რომ (ღმერთმა) სამოთხის პირისპირ დაასახლა, რათა მუდმივად ეწუხა და ყოველდღე ეფიქრა, რა დაკარგა და რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. მაგრამ სამოთხის ხილვა, თუ აუტანელ მწუხარებას იწვევდა ადამის სულში, ამავე დროს არცთუ მცირე სარგებელს მოაქვდა: მუდმივი ხილვა მწუხარისათვის მომავლის გაფრთხილებად ემსახურებოდა, რათა კვლავ იმავე (და...

სრულად ნახვა
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის კითხვა ადამისადმი: „სადა ხარ?" (3:9-11):

...შენი ტვირთი? რა მოხდა, რომ მისგან ცდილობ დამალვას, ვინც ასე გაგაკეთილშობილა და ასეთ პატივში აგიყვანა? ვისი შიშით ცდილობ ახლა დამალვას? განა მამხილებელი გამოჩნდა? განა მოწმეები წამოდგნენ? საიდან გაჩნდა შენში ასეთი მორცხვობა და შიში? „ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის სამოთხესა, რამეთუ შიშუელ ვარ და დავიმალე" (). საიდან შეიცანი სიშიშვლე? მითხარი, რა სიახლე და უცნაურობაა? ვის შეძლებდა ოდესმე ამის თქმა, შენ თავადვე რომ არ მოგეტანა თავს ასეთი სირცხვილი, იმ ერთადერთი ხისგან, რომ არ გეგემა, რომლისგანაც არგემებას გამცნე? ყურადღება მიაქციე კაცთმოყვარეობასა და უფლის უკიდურეს თავშეკავებას. მას შეეძლო მაშინვე, ასეთი ცოდვის ჩამდენისთვის პასუხის გაცემის ღირსადაც კი არ მიეჩნია, ის სასჯელი დაეტეხა, რომელიც შეცოდებისთვის წინასწარ უკვე განესაზღვრა; მაგრამ დიდხანს ითმენს, აყოვნებს, ეკითხება, პასუხს უსმენს, კვლავ ეკითხება, თითქოს დამნაშავეს გამართლებისკენ მოუხმობს, რათა, შემთხვევა რომ გაიხსნა, ასეთი შეცოდების შემდეგაც გამოეჩინა თავისი კაცთმოყვარეობა. ამით ის გვასწავლის, რომ დამნაშავეთა განსჯისას უხეშად არ მოვეპყრათ და მხეცურ სისასტიკეს არ გამოვიჩენდეთ, არამედ დიდსულოვნება და მოწყალება გამოვავლინოთ, თითქოს საკუთარ სხეულის ნაწილებზე ვასრულებთ სასამართლოს...

სრულად ნახვა
საუბარი 9. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსებად" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კაცთმოყვარეობა დაცემის შემდეგ (3:19):

...ც, რათა ისინი ტვირთის გადატანის შრომაში გვეხმარებოდნენ; დატოვა ცხვრის ფარებიც, რათა სამოსელისთვის საკმარისი საშუალება გვქონოდა; დატოვა ცხოველთა სხვა ჯიშებიც, რომლებსაც ჩვენთვის დიდი სარგებელი მოაქვს. ვინაიდან მან, ადამიანისთვის ურჩობის სასჯელის განსაზღვრისას, თქვა: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა" (), რათა ეს შრომა და ოფლი აუტანელი არ ყოფილიყო, (ღმერთმა) სიმძიმესა და დამამძიმებლობასას შეუმსუბუქა უტყვთა სიმრავლით, რომლებიც შრომასა და საქმეში გვეხმარებიან. მან ისე მოიქცა, როგორც მოწყალე და მზრუნველი ბატონი, რომელიც მონას დასჯის შემდეგ ჭრილობებს წამალს ადებს. ისე ღმერთსაც, შეცოდებულის დასჯის შემდეგ, ყოვლად სურს ამ სასჯელის შემსუბუქება: გვსჯის მუდმივ შრომასა და ოფლში, მაგრამ შრომის შემსუბუქებისთვის მოგვცა უტყვთა სიმრავლე. მაშასადამე, ისიც, რომ პატივი მოგვანიჭა, ისიც, რომ კვლავ წაგვართვა, ისიც, რომ მხეცების შიში მოგვევლინა, და ყოველივე სხვა — თუკი გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად განვიხილავთ — მოწმობს ღვთის დიდ სიბრძნეს, დიდ მზრუნველობას, დიდ კაცთმოყვარეობას. მადლობა შევწიროთ მას ამ ყველაფრისთვის და მადლიერნი ვიყოთ იმისა, ვინც ჩვენ ამდენი სიკეთე მოგვანიჭა. ის ჩვენგან რაიმე მძიმესა და ძნელს არ ითხოვს, არამედ მხოლოდ იმას, რომ მისი...

სრულად ნახვა
საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ეკლესიის დოგმატთა დაცვა ერესთა წინააღმდეგ (1:26):

...ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს"** (). ის (კაცი) ბატონობს, ხოლო ეს (ქალი) დამორჩილებაშია, როგორც ღმერთმა თავიდანვე უთხრა მას: „ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი, და იგი გეუფლებოდეს შენ" (). ვინაიდან (ადამიანმა) ხატი (ღვთისა) ბატონობის უფლებით მიიღო და არა (გარეგნული) სახით, ხოლო ყველაფერზე ბატონობს კაცი, ქალი კი დამორჩილებაშია, ამიტომ პავლე ამბობს კაცზე, რომ ის არის „ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს". ხოლო თუ ის (გარეგნულ) სახეზე ლაპარაკობდა, ასეთ განსხვავებას (ქმარსა და ცოლს შორის) არ გააკეთებდა, რადგან ერთნაირი სახე აქვს კაცსაც და ქალსაც. ხედავ ჭეშმარიტების სისავსეს, როგორ არ ტოვებს არავითარ საბაბს ცარიელი კამათის მოყვარეთა გასამართლებლად? მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შევწყვეტთ მათთვის დიდი სულგრძელობის გამოჩენას, „მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა" (). არ შევწყვეტთ სიმშვიდის ყველა ღონისძიებას; შეიძლება, მოვახერხოთ მათი ეშმაკის საცთურისგან გამოხსნა. და თუ გნებავთ, კვლავ ნეტარი პავლე წარვუდგინოთ,...

სრულად ნახვა
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვითარცა-იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ (15,49).:

...ი: აქა ცხად ჰყოფს სიტყუასა მას სწავლისასა, სახედ შეყოღებულსა, ვითარმედ, ვითარ-იგი მსგავსებითა ადამის საქმეთაჲთა დავიმკჳდრეთ ხრწნილებისა იგი სახე მისი, ეგრეთვე ქრისტეს მსგავსებითა დაგუემკჳდრების ხატი იგი მისი წმიდაჲ და უხრწნელი.

მეთოდისი: ხატ მიწისაგანისა ადამისა იყო ესე, ვითარმედ: "მიწაჲ ხარ და მიწადცა მიიქცე" (), ხოლო ხატ ზეცისა ქრისტესა — უხრწნელებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით.

მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ, ძმანო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად ვერ ძალ-უც (15,50).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ესე ყოველი ამისთჳს წარმოგითხარ, რაჲთა სცნათ, ვითარმედ ჴორცნი და სისხლნი, რომელ არიან ბოროტნი საქმენი ჩუენნი, სასუფეველსა ღმრთისასა ვერ დაგჳმკჳდრებენ. ესრეთ მოკლითა ამით სიტყჳთა გამოგჳთარგმანა ყოველი ზემო წარმოთქუმული პირი მეტყუელებისა თჳსისაჲ. ვითარ-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც" (). ცხად არს, ვითარმედ ჴორცად სახელ-სდებს ბოროტთა საქმეთა ჩუენთა.

მოციქულისაჲ: არცა ხრწნილებამან უხრწნელებაჲ დაიმკჳდროს (15,50).

თარგმანი: ხრწნილებად უწოდს ცოდვასა და უკეთურებასა, რომელი განხრწნის აზნაურებასა და უხრწნელებასა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მჱ გულისწყრომისათჳს:

...ღჳრ-ვასხნეთ ყოველსავე უკე-თურებასა. უკუეთუ ვინმე მაღლოოდის ჩუენ ზედა, ჩუენ დავმდაბლდეთ და ნუ შურისმეძიებელ ვართ და ამისთჳს მოვჰკლავთ სულთა ჩუენთა. რამეთუ გულისწყრომაჲ მჴეცი არს, მჴეცი ბოროტი და ფიცხელი. ვეტყოდით უკუე თავთა ჩუენთა ჟამსა მას რისხვისასა სიტყუათა მათ წერილისათა, ვითარმედ: „მიწა ხარ და ნაცარ“; და კუალად, ვითარმედ: „წამი იგი გულისწყრომისა მისისაჲ დაცემასა მისსა“; (შდრ. ზირ. 1, 22) და ვითარმედ: „კაცი მრისხანჱ უშუერ არს“, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს პირისა განრისხებულისა, არცა უუშუერჱს; ხოლო უკუეთუ პირისა უუშუერჱს არარაჲ არს, სულისა განრისხებულისა უუშუერჱს რაჲ იყოს? რამეთუ სკორესა რაჲ ურევნ ვინ, უფროჲსად აღიძრვინ სული სიმყრალისა მისისაჲ, ეგრეთვე სული გულისწყრომისა მიერ რაჲ შეშფოთებულ არნ, და ზამთარი ფრიადი არნ შორის მისა.

ანუ იტყჳ, თუ: ვერ თავს-ვიდებ, რაჟამს სხუაჲ მაგინებდეს; გარნა რაჲსათჳს ვერ თავს-იდებ? რამეთუ უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳს სიტყუათა მათ გინებისათა, თჳთ მისა პირველცა თანაგაც უფროჲსად ბრალობაჲ თავისა შენისაჲ. უკუეთუ კულა ტყუვის, ნუ განჰრისხნები, არამედ უფროჲსად ეცინოდე და სულთ-ითქუენ მისთჳს, რამეთუ „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...დაეფლა. ამისთჳს ჯერ-იჩინა უფალმან მას ადგილსა მიღებაჲ სიკუდილისაჲ, სადა-იგი მიიღო სიკუდილმან დასაბამი უფლებისა თჳსისაჲ, რაჲთა დაჴსნაჲცა მისი მასვე ადგილსა იქმნას, და რაჲთა მუნ განაქარვოს ცოდვაჲ ადამისი და ესრეთ აღიღოს იგი ყოვლისავე ნათესავისა მისისაგან.

და ვინაჲთგან ესმა ადამს: „მიწაჲ ხარ და მიწადვე მიიქცე“, ამისთჳს მასვე ადგილსა დაიდვა უფალი, რაჲთა პოოს მუნ ადამი და იჴსნას წყევისაგან. და მის წილ, თუ: „მიწაჲ ხარ და მიწადვე მიხჳდე“, ჰრქუა მას: „განიღჳძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით“. აღდეგ და შემომიდეგ მე, რაჲთა არღარა დაიდვა მიწასა შინა, არამედ აღხჳდე ზეცად. და ნანდჳლვე ჭეშმარიტად აღდგომასა მას ქრისტესსა თანა აღდგა ადამიცა და ყოველი ნათესავი მისი. რამეთუ ვითარცა-იგი მო-რაჲ-კუდა ადამი, მის მიერ ჩუენ ყოველნი მოკუდავ ვიქმნენით, ეგრეთვე, აღდგა რაჲ უფალი ჩუენი ჴორცითა, ყოველი ბუნებაჲ ჩუენი მის თანა აღდგა, და უკუდავებაჲ მოგუეცა, ვითარცა პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „ვითარცაიგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოელ არიან“.

აწ ვიხილოთ კუალადცა, ვითარ მიიყვანეს იგი ჯუარ-ცუმად. პირველად დადგა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მბ რაჲთა ვიღუაწოთ არა ვნებად, არცა ძჳრის-ზრახვად მოყუასთა, არამედ თავთა თჳსთა განვიკითხვიდეთ:

...ანმარისხა, არქუ: თანაგაც ვნებაჲ და არა განრისხებაჲ; უკუეთუ თქუას: პირმან მან სახნიერმან მომწყლა ვნებითა, არქუ მას: და რაჲსათჳს არა გეპყრნეს თუალნი შენნი კრძალულად? არქუ მას, ვითარმედ: არა სარგებელ არიან შენდა მიზეზნი ეგე ცუდნი, რამეთუ პირველსა მასცა დედასა ევას არას ერგო სიტყუაჲ იგი, თუ: „გუელმან მაც-თუნა მე“.

ხოლო ოდეს ესევითარი ესე სამსჯავროჲ აღჰმართო, ნუმცა ვინ არს შენ თანა, არამედ მხოლოჲ იყავ თჳსაგან ადგილსა ფარულსა და ჟამსა მყუდროსა; ვითარცა ბჭენი დიდებულნი შინაგან კრეტსაბმელისა სხდიან, ეგრეთვე შენ შევედ საუნჯესა შენსა, სენაკსა ფარულსა, და ესე ყოველი განიკითხე. ეგრეთვე კუალად მწუხრი სარეცელსა ზედა შენსა ესევე განსაკითხავი გონებასა შინა შენსა შემზადე. ამისთჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: „რაჲ სთქუათ გულთა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ“; და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელსა ჩემსა ზედა, ცისკარსამცა აღვიმსთუე და გევედრებოდე შენ“. ხოლო იგი წინაჲსწარმეტყუელი ვითარცა იტყოდა, ეგრეთცა იქმოდა. ამისთჳსცა ღაღადებს: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანე მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე“....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“ (6,34).:

...ესე მოგეცეს ზრუნვითა თქუენითა.

„ნუ ჰზრუნავთ უკუე ხვალისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისაჲ. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“. ესე იგი არს შრომაჲ იგი და ჭირი და ზრუნვაჲ, რამეთუ ამას უწოდა სიბოროტედ, ვითარმცა იტყოდა: კმა არს თქუენდა ჭირი იგი ბრძანებული, ვითარმედ: „ოფლითა პირისა შენისაჲთა სჭამო პური შენი“; რაჲსათჳსღა დაირთავ თავსა ზედა შენსა უმეტესსა შრომასა ზრუნვათა მიერ? რამეთუ „სიბოროტედ დღისა“ ამას ადგილსა არა ცოდვასა და უკეთურებასა უწოდა, - ნუ იყოფინ! - არამედ შრომასა და ჭირსა და უბადრუკებასა, რომელი შეემთხუევის კაცთა ზრუნვისაგან; ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ არს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი არა უფალმან ქმნა?“ არა თუ ცოდვა-თათჳს იტყჳს, ტაცებათა და ანგაჰრებათა, არცა სხუასა რას ესევითარსა, არამედ ზეგარდმო მოვლინებულთა მათ წყლულებათა; და კუალად იტყჳს: „მე ვქმნი მშჳდობაჲ და მოვავლინი ბოროტი“, რამეთუ აქაცა არა თუ უკე-თურებასა მოასწავებს, - ნუ იყოფინ! - არამედ სიყმილთა და სიკუდილ-თა და სხუასა ესევითარსა, რომელი მრავალთა მიერ ბოროტად შერაცხილ არს. რამეთუ ბოროტისა სახელი ორკერძო არს: ერთი იგი არს ჭეშმარიტად ბოროტი, რომელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იბ ვითარმედ ქრისტეანემან უკუეთუ არა აჩუენოს მოქალაქობაჲ სათნოჲ, უმეტესად იტანჯოს:

...ისათჳს მცნებისა მის შემდგომად ესევითარისა მის პატივისა ესოდენთა ბოროტ-თა განსაცდელთა მიეცა, რაჲ-მე იყოს ჩუენდა, რომელთა მოგუეცნეს ცანი სამკჳდრებელად და ვიქმნენით თანამკჳდრ ძისა ღმრთისა და მერმეღა მორჩილებასა შინა ბოროტისა მის გუელისასა ვიპოვნეთ? რამეთუ არღარა იგი გუესმას, ვითარმედ: „მიწაჲ ხარ და მიწად მიიქცე“, და „ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდეს შენ“, და სხუაჲ იგი ესევითარი, არამედ ფრიად უმწარესნი იგი და უძნელესნი სიტყუანი: წარსლვაჲ ბნელად გარესკნელად და ცეცხლად უშრეტად და შეკრვაჲ ჴელით და ფერჴით საკრველითა მით განუჴსნელითა და მიცემაჲ მატლთა მათ წამლეანთა, სადა-იგი არს ტირილი სამარადისოჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ; და სამართლად შეგუემ-თხჳოს ესე ყოველი, რამეთუ რომელთა პატივი იგი დიდი არა შეიშუენონ, ჯერ-არს მათი უკუანაჲსკნელთა სატანჯველთა მიცემაჲ.

ესე ყოველი, საყუარელო, გულისჴმა-ყავ და თავსა შენსა ეკრძალე. განხუმულ არიან ცანი და გზაჲ მუნ აღსლვისაჲ მზა არს. ელიაცა ოდესმე განახუნა ცანი და დაჰჴშნა, არამედ გარდამოყვანებად და დაყენებად წჳმისა; ხოლო შენ არა ესრეთ განგეხუმიან ცანი, არამედ რაჲთა აღხჳდე და შეხჳდე მიუთხრობელთა მათ კეთილთა; და საკჳრველი ესე არს, რამეთუ არა თუ აღსლვად ოდენ ჴელ-გეწიფები...

სრულად ნახვა