...დი იყო მისი კეთილგონიერება: სიმდიდრის მოხვეჭის სურვილი სრულიად არ ჰქონდა, ლაბანს რაიმე დაქირავებულივით არ მოელაპარაკა და სხვა არაფერი მოითხოვა, არამედ დედისა და მამის მცნება გაიხსენა, თავისი განსაკუთრებული თავმდაბლობა გამოავლინა და ლაბანს უთხრა: „გმონებდე შენ შჳდ წელ რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემესისა" (); პირველივე ხილვისას შემიყვარდა იგი ჭასთან. შეამჩნიე ამ კაცის კეთილგონიერებაც: თავად განუსაზღვრა თავის თავს სამსახურის ვადაც და ამ ხნის განმავლობაში თავისი თავმდაბლობის საკმარისი გამოცდილებაც გამოავლინა. რა გასაკვირია, საყვარელო, რომ იაკობმა შვიდწლიანი მსახურება აღუთქვა საყვარელი ქალწულისთვის? იმის საჩვენებლად, თუ როგორ ამცირებდა ძლიერი სიყვარული მისთვის შრომასაც და დროის ხანგრძლივობასაც, საღვთო წერილი ამბობს: „და ჰმონებდა იაკობ შჳდ წელ რაქელისთჳს და იყუნეს წინაშე მისსა ვითარცა დღენი მცირენი სიყვარულისა მისისათჳს" (). შვიდი წელი მხოლოდ რამდენიმე დღედ მოეჩვენა ქალწულის მიმართ უსაზღვრო სიყვარულის გამო: თუ ვინმეს სიყვარულის ვნება განუცდია, იგი არავითარ სიძნელეს არ უყურებს, რა რიგის საფრთხეებიც უნდა ემუქრებოდეს და რა სახის უბედურებებიც უნდა გადაეყაროს, ყოველივეს ადვილად იტანს, მხოლ...
დაბადებისა 29:18
17. და იყვნეს თუალნი ლიასნი უძლურ, ხოლო რაქელ იყო კეთილ ხილვითა და შუენიერ პირითა.18. და უყვარდა იაკობს რაქელ და თქუა: გმონებდე შენ შჳდ წელ რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემესისა.19. მიუგო და ჰრქუა ლაბან: უმჯობეს არს ჩუენდა მიცემად იგი შენ, ვიდრე მიცემად იგი სხუასა ქმარსა, იყოფოდე ჩემ თანა.
დაბადებისა თავი 29