მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 28:22

21. და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ჩემისასა, იყოს უფალი ჩემი ღმერთად ჩემდა.22. და ლოდი ესე, რომელ აღვდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა ჩემისა, და ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას.
დაბადებისა თავი 28
22. და ლოდი ესე, რომელ აღვდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა ჩემისა, და ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას.
საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. სათნოებისკენ შეგონება და სულის საზრდო

ხომ იხილეთ გუშინ მეზვერის დიდი კეთილგონიერებაც, უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობაც და იუდეველთა უკიდურესი უგრძნობლობაც? ხომ იხილეთ, როგორ ნეტარი მათე თავისი სწრაფი მორჩილებითა (უფლისადმი) და ესოდენ მნიშვნელოვანი (ცხოვრების) ცვლილებით ყველა ჩვენგანს გვასწავლის, რომ ზეციური მადლის შემდეგ ჩვენი ნება სათნოებისა და მანკიერების მიზეზად გვექცევა და რომ საკუთარი მოშურნეობით სათნოების მოქმედნი გავხდეთ, დაუდევრობით კი კვლავ ცოდვის უფსკრულში ჩავვარდეთ? სწორედ ამითაა ჩვენი განსხვავება უტყვთაგან, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა გონებით პატივი გვცა და ჩვენს ბუნებაში კეთილისა და ბოროტის შეცნობა ჩადო. ამრიგად, არავინ უნდა იმართლებდეს თავს იმით, რომ სათნოებას უმეცრებით უგულებელყოფს, ან იმით, რომ მისკენ მიმყვანი ხელმძღვანელი არ ჰყავს. ჩვენ საკმარისი ხელმძღვანელი გვაქვს — სინდისი, და შეუძლებელია, ვინმეს მისი შეწევნა მოაკლდეს. ადამიანის შექმნისთანავე მასში ჩაიდო იმის შეცნობა, თუ რა უნდა აკეთოს, რათა საკუთარი კეთილგონიერება სათნოების ღვაწლში ვარჯიშით ამჟამინდელ ცხოვრებაში, როგორც რაღაც მოჭიდავეთა სკოლაში, გამოიჩინოს და...

სრულად ნახვა
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ცოლები ღვთის ნებას ემორჩილებიან (31:10–18):

...შენთან ვიქნები. „მე ვარ ღმერთი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ" (). უფალი იაკობს მის ლოცვასა და აღთქმას ახსენებს. რაში მდგომარეობდა ეს აღთქმა? იმაში, რომ „ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას" (). რადგან იაკობმა ეს აღთქმა მაშინ დადო, როცა არაფერი ჰქონდა და ლტოლვილივით მწირობდა, უფალი ახლა ეუბნება: როცა გეჩვენე, აღთქმა დადე, სთქვი: „ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას", — ამ ლოცვითა და აღთქმით ჩემ ყოვლისშემძლეობას აღიარებდი და რწმენის თვალით მომავალ კეთილდღეობას წინასწარ ხედავდი; ახლა, როცა ჩემი აღთქმები უნდა აღსრულდეს, დადგა დრო შენც შეასრულო შენი აღთქმა. მაშ, დაბრუნდი — „აწ აღდეგ და განვედ, — ნათქვამია, — ამიერ ქუეყანით და მივედ შენ ქუეყანასა შობისა შენისასა და ვიყო მე შენ თანა" (). ყველგან თანა ვიქნები, შენს გზას დავაწყობ და არავისგან არანაირი ზიანი არ მიიღებ, რადგან ჩემი მარჯვენა ყველგან საფარველი იქნება შენთვის. ეს რომ მოისმინეს, რაქელმა და ლიამ უპასუხეს: **„ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილ და სამკჳდრებელ სახისა შინა მამისა ჩუენისასა? ანუ არა, ვითა...

სრულად ნახვა