მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 28:18

17. და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. არა არს სხუაჲ ესე, გარნა სახლი ღმრთისაჲ და ესე ბჭე ზეცისაჲ.18. აღდგა იაკობ განთიად და აღიღო ლოდი იგი, რომელი ედვა სასთუნალად. და აღმართა იგი ძეგლად და დაასხა ზეთი თავსა ზედა მის ლოდისასა.19. და უწოდა სახელი ადგილსა მას "სახლი ღმრთისა", რამეთუ უალამ იყო სახელი ქალაქისა მის პირველად.
დაბადებისა თავი 28
18. აღდგა იაკობ განთიად და აღიღო ლოდი იგი, რომელი ედვა სასთუნალად. და აღმართა იგი ძეგლად და დაასხა ზეთი თავსა ზედა მის ლოდისასა.
საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. სათნოებისკენ შეგონება და სულის საზრდო

ხომ იხილეთ გუშინ მეზვერის დიდი კეთილგონიერებაც, უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობაც და იუდეველთა უკიდურესი უგრძნობლობაც? ხომ იხილეთ, როგორ ნეტარი მათე თავისი სწრაფი მორჩილებითა (უფლისადმი) და ესოდენ მნიშვნელოვანი (ცხოვრების) ცვლილებით ყველა ჩვენგანს გვასწავლის, რომ ზეციური მადლის შემდეგ ჩვენი ნება სათნოებისა და მანკიერების მიზეზად გვექცევა და რომ საკუთარი მოშურნეობით სათნოების მოქმედნი გავხდეთ, დაუდევრობით კი კვლავ ცოდვის უფსკრულში ჩავვარდეთ? სწორედ ამითაა ჩვენი განსხვავება უტყვთაგან, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა გონებით პატივი გვცა და ჩვენს ბუნებაში კეთილისა და ბოროტის შეცნობა ჩადო. ამრიგად, არავინ უნდა იმართლებდეს თავს იმით, რომ სათნოებას უმეცრებით უგულებელყოფს, ან იმით, რომ მისკენ მიმყვანი ხელმძღვანელი არ ჰყავს. ჩვენ საკმარისი ხელმძღვანელი გვაქვს — სინდისი, და შეუძლებელია, ვინმეს მისი შეწევნა მოაკლდეს. ადამიანის შექმნისთანავე მასში ჩაიდო იმის შეცნობა, თუ რა უნდა აკეთოს, რათა საკუთარი კეთილგონიერება სათნოების ღვაწლში ვარჯიშით ამჟამინდელ ცხოვრებაში, როგორც რაღაც მოჭიდავეთა სკოლაში, გამოიჩინოს და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის