მაშ, შეხედე ამ მართალს, რომელიც შიშველ მიწაზე წევს და ხილვას ჭვრეტს, ანუ — უკეთ რომ ვთქვა — თავად ღვთის გამოცხადების ღირსი ხდება. „და ჩუენებასა იხილვიდა, — ნათქვამია, — და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ" (დაბ 28:12–13). აქ ყურადღება მიაქციე კაცთმოყვარე ღვთის საოცარ მზრუნველობას. მან იხილა, რომ იაკობმა, დედის რჩევით, ძმისა ეშინოდა რა, ეს მწირობა დაიწყო და მოგზაურობს, როგორც რომელიმე მოხეტიალე, არსაიდან არანაირი ნუგეში არ ჰქონდა, არამედ ყოველივეში ზეციურ შეწევნას იმედად ჰქონდა; და მაშინვე, გზის თავიდანვე, სურს რა მისი მონდომების გამაგრება, ეცხადება მას და ეუბნება: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა". მე გავხადე ისე, რომ პატრიარქმაც და შენმა მამამაც ესოდენ დიდ დიდებას მიაღწიეს; ამიტომ „ნუ გეშინინ", არამედ გწამდეს, რომ მე, ვინც მათთვის მიცემული აღთქმები აღვასრულე, ჩემი განგებულებით შენც...
დაბადებისა 28:12
11. და მიემთხჳა ადგილსა ერთსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზე. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას.12. და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა.13. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.
დაბადებისა თავი 28