მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 27:20

19. და ჰრქუა იაკობ მამასა თჳსსა: მე ვარ ესავ, პირმშოჲ შჳლი შენი. ვყავ, ვითარ-იგი მეტყოდე მე. აღდეგ და დაჯედ და ჭამე ნადირებულისა ჩემისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან.20. ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, შჳლო, რამეთუ ადრე ჰპოვე, შჳლო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა.21. ჰრქუა ისაკ იაკობს: მომეახლე მე და ჴელი შეგახო. უკეთუ შენ ხარ შჳლი ჩემი ესავ, ანუ არა.
დაბადებისა თავი 27
20. ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, შჳლო, რამეთუ ადრე ჰპოვე, შჳლო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა.
საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ისაკის კურთხევა იაკობისადმი (27:20–30):

მაშ, არა იმას შეხედო, რომ იაკობის მიერ ნათქვამი სიცრუე იყო, არამედ იფიქრე იმაზე, რომ თავად ღმერთმა ყველაფერი ასე მოაწყო, რადგან თავისი წინასწარმეტყველების აღსრულება სურდა. და, რომ დარწმუნდე, რომ ღმერთი ამ ყველაფერს შეეწეოდა და ძნელს ადვილს ხდიდა, შეხედე, როგორ ვერ შეამჩნია მართალმა მოტყუება, არამედ იაკობის სიტყვების დაჯერებითა და მოტანილი საჭმლის სიამოვნებით მიირთმევით მას კურთხევებით ამკობდა. ხოლო ესავიც არა მანამდე ბრუნდება ნადირობიდან, სანამ ყველაფერი არ დამთავრდა, და ამგვარად ყველაფერი გვიჩვენებს, რომ ეს საქმე ღვთის განზრახვით ხდებოდა. „ჰრქუა, — ამბობს წერილი, — ისაკ: რაჲ არს, შჳლო, რამეთუ ადრე ჰპოვე, შჳლო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა“ (). ჯერ კიდევ შიშით იდგა იაკობი და მისი შიში იზრდებოდა; და ეს ყველაფერი იმიტომ იყო, რათა ამით შეგვეცნო, თუ როგორ არ გამოავლენს კაცთმოყვარე უფალი თავის განგებას უპირობოდ, არამედ მაშინ, როცა ჩვენი მხრიდანაც დიდ მოშურნეობას ხედავს. ყურადღების გარეშე ნუ დატოვებ, საყვარელო, (იაკობის) ამ შფოთსა და დააკვირდი, რომ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის