მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 27:2

1. და შემდგომად სიბერისა მის ისაკისა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუწოდა ძესა თჳსსა უხუცესსა და ჰრქუა მას: ძეო ჩემო. და მან თქუა: აჰა, მე.2. ჰრქუა მას: აჰა ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღე აღსრულებისა ჩემისა.3. აწ აღიღე ჭურჭელი შენი, მშჳლდ-კაპარჭი და განვედ ველად და მინადირე მე ნადირი.
დაბადებისა თავი 27
2. ჰრქუა მას: აჰა ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღე აღსრულებისა ჩემისა.
საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ესავის ქორწინება და მისი ზნეობრივი დაცემა (27:1–10)

დღესაც, თუ ინებებთ, წინა დღეს ნათქვამის შემდგომ მოყოლილს წესრიგით განვაგრძობთ და, რამდენადაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, (წერილის) თითოეულ სიტყვას განვმარტავთ, რათა სარგებლიანად დავბრუნდეთ აქედან სახლებში. მაშ, წაკითხული ადგილის დასაწყისი განვიხილოთ. „იყო ესავ ორმეოცის წლის, — ამბობს წერილი, — და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ. და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა.“ შეხედე, როგორ შეიძლება ამ მცირედი სიტყვებიდან მრავალი ვისწავლოთ. რისთვის აღნიშნა (წერილმა) ჩვენთვის ესავის წლების რიცხვი? არა უმიზეზოდ, არამედ იმისთვის, რათა აქედან ისაკის სიბერე შეგვეტყო. ჩანს, რომ იგი უკვე მოხუცებულ ასაკში იყო. თუ წინათ ნათქვამს გავიხსენებთ — რომ ორმოცი წლის იყო, როცა რებეკა შეირთო, და სამოცი წლის, როცა შვილები შეეძინა — გავიგებთ, რომ ამჟამად უღრმეს სიბერეში იმყოფებოდა, უკვე ას წლამდე მიღწეული. ვინაიდან (მემატიანეს) განზრახული აქვს ამის შემდეგ მოგვითხროს, როგორ დაუბრმავდა ისაკს სიბერისგან თვალები, ამიტომაც აღნიშნა ჩვენთვის ესავის წლების რიცხვი,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 108-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. წყევლის სახით ნათქვამი წინასწარმეტყველება:

...), და მის მომავალ დაღუპვას წყევლის წესით წინასწარმეტყველებდა. ასევე, როცა სიკეთეებს ამბობს, ლოცვის წესით გადმოსცემს და ამბობს: „მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა სიმრავლე იფქლისა და ღჳნისაჲ.“ (). თუმცა ესეც წინასწარმეტყველებაა. მაგრამ ცხადია, რომ ეს კაცობრივი ვნებისგან არ არის. რადგან ქანაანზეც მისი მამა იმავეს აკეთებს და ამბობს: „წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ.“ (), რათა იცოდე, რომ ღმერთი უსამართლოდ დაჩაგრულებს წინ უსწრებს და უსამართლოდ მოქმედთა წინააღმდეგ გამოდის. ქრისტემაც ასეთი რამ ხერხი იხმარა, უფრო კი წინასწარმეტყველების სახით მოუწოდებდა და მგლოვიარეს ბაძავდა, როცა ამბობდა: „ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა!“ (მათ 11:21; შდრ. ლკ 10:13). და კვლავ, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი“ (მათ 23:37; შდრ....

სრულად ნახვა