მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 27:14

13. ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი. გარნა შენ ისმინე ჴმისა ჩემისა და წარვედ და მომართუ მე, რაჲ-იგი გარქუ შენ.14. ხოლო იგი წარვიდა და მოიყუანნა და მოართუა დედასა თჳსსა. და უქმნა დედამან მისმან სანოვაგენი, ვითარცა უყვარდა მამასა მისსა.15. და მოიღო რებეკა სამოსელი ესავისი, ძისა თჳსისა, კეთილი, რომელი ედვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იგი იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა.
დაბადებისა თავი 27
14. ხოლო იგი წარვიდა და მოიყუანნა და მოართუა დედასა თჳსსა. და უქმნა დედამან მისმან სანოვაგენი, ვითარცა უყვარდა მამასა მისსა.
საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ესავის ქორწინება და მისი ზნეობრივი დაცემა (27:1–10)

დღესაც, თუ ინებებთ, წინა დღეს ნათქვამის შემდგომ მოყოლილს წესრიგით განვაგრძობთ და, რამდენადაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, (წერილის) თითოეულ სიტყვას განვმარტავთ, რათა სარგებლიანად დავბრუნდეთ აქედან სახლებში. მაშ, წაკითხული ადგილის დასაწყისი განვიხილოთ. „იყო ესავ ორმეოცის წლის, — ამბობს წერილი, — და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ. და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა.“ შეხედე, როგორ შეიძლება ამ მცირედი სიტყვებიდან მრავალი ვისწავლოთ. რისთვის აღნიშნა (წერილმა) ჩვენთვის ესავის წლების რიცხვი? არა უმიზეზოდ, არამედ იმისთვის, რათა აქედან ისაკის სიბერე შეგვეტყო. ჩანს, რომ იგი უკვე მოხუცებულ ასაკში იყო. თუ წინათ ნათქვამს გავიხსენებთ — რომ ორმოცი წლის იყო, როცა რებეკა შეირთო, და სამოცი წლის, როცა შვილები შეეძინა — გავიგებთ, რომ ამჟამად უღრმეს სიბერეში იმყოფებოდა, უკვე ას წლამდე მიღწეული. ვინაიდან (მემატიანეს) განზრახული აქვს ამის შემდეგ მოგვითხროს, როგორ დაუბრმავდა ისაკს სიბერისგან თვალები, ამიტომაც აღნიშნა ჩვენთვის ესავის წლების რიცხვი,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის