ყურადღება მიაქციე დედის სიყვარულს, უფრო სწორად — ღვთის განგებულებას, რადგან თავად ღმერთმა შთააგონა მას ეს განზრახვა და ყველაფერი ასე მოაწყო. ხედავ დედის კეთილშობილურ განზრახვას? შეხედე ახლა, რა ფრთხილია იაკობიც და როგორ ავლენს თავისი პასუხით ზნეობის სიმშვიდეს. „ჰრქუა, — ამბობს წერილი, — დედასა თჳსსა: არს ესავ, ძმაჲ ჩემი, კაცი ფაჩუნიერი და მე კაცი წყლტუ. ნუუკუე ჴელი შემახოს მე მამამან ჩემმან და ვიყო წინაშე მისსა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ“ (დაბ 27:11–12). დიდი იყო ამ ძეში სულის კეთილშობილებაც და მამის მიმართ პატივისცემაც! მეშინია, ამბობს, ჩემმა მცდელობამ საპირისპიროსკენ არ მიმიყვანოს — მამის განზრახვის წინააღმდეგ არ აღმოვჩნდე და კურთხევის ნაცვლად წყევა არ დავიტეხო თავს. მაშ, რას ამბობს რებეკა, ეს საკვირველი ქალი, რომელსაც ასე უყვარდა თავისი ძე? ვინაიდან მან ეს არა მხოლოდ საკუთარი ნებით გააკეთა, არამედ ზეციური წინასწარმეტყველების აღსრულების იარაღიც იყო, ამიტომ ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა ძის შიში გააქაროს და გაბედულება შთაუნერგოს, ისე, რომ ეს ჩანაფიქრი აღასრულოს. მას არ ჰპირდება,...
დაბადებისა 27:11
10. და უქმნე იგი სანოვაგედ მამასა შენსა, ვითარ-იგი უყუარს მას. და შეართვი იგი მამასა შენსა, ჭამოს და გაკურთხოს შენ მამამან შენმან ვიდრე სიკუდილადმდე მისსა.11. ჰრქუა იაკობ რებეკას, დედასა თჳსსა: არს ესავ, ძმაჲ ჩემი, კაცი ფაჩუნიერი და მე კაცი წყლტუ.12. ნუუკუე ჴელი შემახოს მე მამამან ჩემმან და ვიყო წინაშე მისსა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ.
დაბადებისა თავი 27