მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 27:1

1. და შემდგომად სიბერისა მის ისაკისა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუწოდა ძესა თჳსსა უხუცესსა და ჰრქუა მას: ძეო ჩემო. და მან თქუა: აჰა, მე.2. ჰრქუა მას: აჰა ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღე აღსრულებისა ჩემისა.
დაბადებისა თავი 27
1. და შემდგომად სიბერისა მის ისაკისა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუწოდა ძესა თჳსსა უხუცესსა და ჰრქუა მას: ძეო ჩემო. და მან თქუა: აჰა, მე.
საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ესავის ქორწინება და მისი ზნეობრივი დაცემა (27:1–10):

დღესაც, თუ ინებებთ, წინა დღეს ნათქვამის შემდგომ მოყოლილს წესრიგით განვაგრძობთ და, რამდენადაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, (წერილის) თითოეულ სიტყვას განვმარტავთ, რათა სარგებლიანად დავბრუნდეთ აქედან სახლებში. მაშ, წაკითხული ადგილის დასაწყისი განვიხილოთ. „იყო ესავ ორმეოცის წლის, — ამბობს წერილი, — და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ. და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა.“ შეხედე, როგორ შეიძლება ამ მცირედი სიტყვებიდან მრავალი ვისწავლოთ. რისთვის აღნიშნა (წერილმა) ჩვენთვის ესავის წლების რიცხვი? არა უმიზეზოდ, არამედ იმისთვის, რათა აქედან ისაკის სიბერე შეგვეტყო. ჩანს, რომ იგი უკვე მოხუცებულ ასაკში იყო. თუ წინათ ნათქვამს გავიხსენებთ — რომ ორმოცი წლის იყო, როცა რებეკა შეირთო, და სამოცი წლის, როცა შვილები შეეძინა — გავიგებთ, რომ ამჟამად უღრმეს სიბერეში იმყოფებოდა, უკვე ას წლამდე მიღწეული. ვინაიდან (მემატიანეს) განზრახული აქვს ამის შემდეგ მოგვითხროს, როგორ დაუბრმავდა ისაკს სიბერისგან თვალები, ამიტომაც აღნიშნა ჩვენთვის ესავის წლების რიცხვი, რათა აქედან ისაკის ცხოვრების წლების ზუსტი რიცხვი გვეხილა....

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ოდესღაც რებეკამ შვილს უბრძანა, კურთხევათა მოპარვის საქმეში ის როლი შეესრულებინა; ყოველი მხრიდან კარგად შემოსა, ძმის ნიღაბიც მოარგო და, როცა დაინახა, რომ ის ამგვარადაც ვერ ბედავდა, სურდა შვილისგან ყოველგვარი შიში მოეშორებინა და თქვა: „ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი“ (). ეს ჭეშმარიტად დედის სიტყვაა, შვილის სიყვარულით ანთებული დედის სიტყვა. ხოლო ქრისტემ ეს არა მხოლოდ თქვა, არამედ აღასრულა კიდეც. არა მხოლოდ აღგვითქვა, არამედ წყევად იქცა კიდეც. პავლეც ღაღადებს და ამბობს: „ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე“ (). ამრიგად, სწორედ მას ვაღიზიანებთ; მითხარი, განა ეს თვით გეენაზე, დაუსრულებელ მატლსა და ჩაუქრობელ ცეცხლზე უფრო მძიმე არ არის? როდესაც წმინდა ტრაპეზთან მისვლას აპირებ, იცოდე, რომ იქ ყოველთა მეუფეც იმყოფება; და მართლაც იმყოფება: თითოეულის განწყობას იკვლევს - ვინ უახლოვდება შე...

სრულად ნახვა