მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 26:30

29. რათა არა ჰყო ბოროტი ჩუენდა მომართ, ვითარცა-იგი ჩუენ არა მოგიძაგეთ შენ, ვითარცა-იგი გიყავთ ჩუენ კეთილად და წარმოგავლინეთ მშჳდობით. და აწ შენ კურთხეულ ხარ უფლისა მიერ.30. და უმზადა ისაკ სერი. ჭამეს და სუეს.31. და აღდგეს განთიად და ეფუცა კაცი მოყუასსა თჳსსა. და წარგზავნა იგინი ისაკ და წარვიდეს მისგან ცოცხლებით.
დაბადებისა თავი 26
30. და უმზადა ისაკ სერი. ჭამეს და სუეს.
საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. სიმშვიდის ძალა და აბიმელექთან აღთქმა (26:30-33):

შეხედე, რა დიდია სიმშვიდის ძალა და რა დიდია სათნოების სიძლიერე! ისინი, ვინც ადრე განდევნეს, ახლა მოდიან უცხოტომელთან, უმამულოთან, მწირთან, და არა მხოლოდ მისდამი წინანდელ საქციელში ბოდიშს იხდიან, თავიანთი შეცოდებების მიტევებას ითხოვენ, არამედ მართალს ადიდებენ, მათ მოცულ შიშს ამჟღავნებენ, საკუთარ უძლურებას აღიარებენ და მართლის დიდ ძლიერებას შეიცნობენ. და რა შეიძლება იყოს იმაზე ძლიერი, ვისაც ღმერთი ახლავს? „ხილვით ვიხილეთ, უფალი", — ამბობენ, — „რამეთუ შენ თანა არს". საიდან იცით ეს? ასე, ამბობენ ისინი, თავად მოვლენებმა გვასწავლეს. ვნახეთ, რომ შენ, განდევნილი, მდევნელებზე უძლიერესი გახდი, შეურაცხყოფილმა შემაწუხებლებს სძლიე; თავად მოვლენათა სვლიდან გავიგეთ, რომ ზეციური დიდი შეწევნით სარგებლობ. ღვთის განგების საქმე იყო ის, რომ მათი გონება მართლისადმი განცვიფრებით განმსჭვალულიყო და ასეთი შემეცნება ჩაენერგოთ. ჩვენ შევიცანით, ამბობენ ისინი, „უფალი, რამეთუ შენ თანა არს: იყავნ უკუე ფიცი შორის ჩუენსა".

შეხედე, როგორ საკუთარი სინდისის კარნახით ჩქარობენ თავად თავიანთი თავის მხილებას, მაშინ, როცა არავინ სხვა აიძულებს და არ უხსნის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის