მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 26:23

22. და წარვიდა იგი მიერ-ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა.23. აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.24. და ეჩუენა მას უფალი ღამესა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა აბრაჰამისი. ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. და გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა.
დაბადებისა თავი 26
23. აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.
საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის გამოცხადება და აბიმელექის მოსვლა (26:23-29):

შენიშნე მართლის კეთილგონიერება. როცა პირველ ჭებს ართმევდნენ, არ წუხდა, არ წინააღმდეგობდა, არამედ მხოლოდ ჭების სახელწოდებით მცხოვრებთა ბოროტების წარუშლელ ხსოვნას ტოვებდა. ხოლო ახლა, როცა აღარავინ უშლის ხელს და სრული თავისუფლებით სარგებლობს თავისი შრომის ნაყოფით, ყველაფერს ღმერთს მიაწერს. „დასდვა მას სახელი", — ნათქვამია, — „ფართოებაჲ". შემდეგ ამ სახელს ხსნის: იმიტომ ვუწოდე ფართოება, რომ „განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა". ხედავ ღვთისმოყვარე სულს, როგორ წინანდელ უსიამოვნებებს სრულიად არ იხსენებს, არამედ მხოლოდ სიკეთეს ახსოვს და ამისთვის მადლიერებას მოიხსენიებს და ამბობს: „რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა"? არაფერი არ არის ღვთისთვის ისეთი სათნო, როგორც მადლიერი და მადლობელი სული. ღმერთი ყოველდღე ყველას უთვალავ ქველმოქმედებას გვიჩვენებს, მიუხედავად იმისა, ვისურვებთ მათ თუ არა, ვიცით მათ შესახებ თუ არა, და ჩვენგან სხვას არაფერს ითხოვს, მხოლოდ მადლიერებას მის მიერ ბოძებულის მიმართ, რათა ამისთვისაც კვლავ უფრო დიდი საზღაური მოგვცეს. ამის დასადასტურებლად შეხედე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის