მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 26:22

21. წარმოვიდა მიერ ისაკ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი "მტერობაჲ".22. და წარვიდა იგი მიერ-ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა.23. აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.
დაბადებისა თავი 26
22. და წარვიდა იგი მიერ-ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა.
საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

ხედავ, საყვარელო, გერარის მეფისა და იქაურ მცხოვრებთა ზნეობრივ უღირსებას? შეხედე მართლის დიდ სიმშვიდესაც, თუ როგორ არ გაამპარტავნდა; და მიუხედავად იმისა, რომ თავად ხედავდა საქმით ღვთის დიდ წყალობას მის მიმართ, არ აღუდგა მეფეს მასთან მოლაშქრე (ზეციური) ძალის იმედით, არამედ როგორც უმწეო ადამიანი, რომელიც საიდანაც არავითარ შეწევნას იღებს, დიდი სიმშვიდით, მეფეს სიტყვითაც კი რომ არ გაეწინააღმდეგა, შეასრულა მისი ბრძანება, მყისვე გამოვიდა იქიდან და თავისი წასვლით ვნების ალი ჩაუქრო, რითაც თავისი განსაკუთრებული სიმშვიდეც აჩვენა და ამასთან (მეფის) გაღიზიანებაც დაამშვიდა. „და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა" (). და რაც ქრისტემ, (ქვეყნად) მოსულმა, თავის მოწაფეებს მცნებად დაუდო სიტყვებით: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად" (), სწორედ ამას ისაკი საქმით უკვე ასრულებდა. და როგორც დავითი საულის ძლიერ სიძულვილს ამშვიდებდა — განშორდებოდა და საშინელებას თავს არიდებდა, ამით მის ძლიერ გაღიზიანებას ალბობდა, — ზუსტად ასევე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის