კვლავ მსურს თქვენთვის სწავლება შემოგთავაზოთ იქიდან, რაც გასულ ჯერზე ჩვენი ნათქვამის შემდეგ მოდის. ხოლო მეტი სიცხადისთვის, საყვარელნო, უნდა შეგახსენოთ, სად დავასრულეთ გასულ ჯერზე სიტყვა და საიდან უნდა დავიწყოთ დღეს. თქვენ თვითონ, მრავალი საზრუნავით გართულნი, შეიძლება ეს დაგავიწყდათ. ჩემი მოვალეობა კი ის არის, რომ ეს შეგახსენოთ, რათა ამ შეხსენებით უფრო ნათელი გახდეს თქვენთვის სიტყვა, რომელსაც დღეს მოისმენთ. თქვენ იცით, რომ გასულ ჯერზე, რებეკას ღვთისმოსაობის შესახებ თხრობისას, ესავსა და იაკობზე მივედით და იქ შევჩერდით, სადაც ესავმა პირმშოების უფლება იაკობს დაუთმო, იმის საზრდელით სარგებლობა რომ უნდოდა, და ცნობილი საჭმლისადმი ვნებით თავისი თავი პირმშოობის უფლებას მოაკლო. ეს კი უბრალოდ არ მომხდარა, არამედ იმისთვის, რომ საქმით აღსრულებულიყო ღვთაებრივი წინასწარმეტყველება: „შევიყუარე ძე იაკობი, ხოლო ისავი მოვიძულე" (მალ 1:2–3). რადგან ღმერთი წინასწარ ხედავდა მომავალ მოვლენებს, მან წინასწარვე აუწყა იაკობის სათნოებაც და ესავის სულმდაბლობეც. მაშ, რას ნიშნავს პირმშოების უფლება? გასულ ჯერზე დრო არ მეყო, რომ ეს, საყვარელნო, განმემარტა, მაგრამ...
დაბადებისა 26:2
1. და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა. და მივიდა ისაკ აბიმელექისა, მეფისა ფილისტიმელთასა, გერარდ.2. ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ. არამედ დაემკჳდრე ქუეყანასა მას, რომლისა მე გრქუა შენ.3. და მწირობდ მუნ შინა და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ, და რამეთუ შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი და დავამტკიცო ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა.
დაბადებისა თავი 26