ხედავ, საყვარელო, გერარის მეფისა და იქაურ მცხოვრებთა ზნეობრივ უღირსებას? შეხედე მართლის დიდ სიმშვიდესაც, თუ როგორ არ გაამპარტავნდა; და მიუხედავად იმისა, რომ თავად ხედავდა საქმით ღვთის დიდ წყალობას მის მიმართ, არ აღუდგა მეფეს მასთან მოლაშქრე (ზეციური) ძალის იმედით, არამედ როგორც უმწეო ადამიანი, რომელიც საიდანაც არავითარ შეწევნას იღებს, დიდი სიმშვიდით, მეფეს სიტყვითაც კი რომ არ გაეწინააღმდეგა, შეასრულა მისი ბრძანება, მყისვე გამოვიდა იქიდან და თავისი წასვლით ვნების ალი ჩაუქრო, რითაც თავისი განსაკუთრებული სიმშვიდეც აჩვენა და ამასთან (მეფის) გაღიზიანებაც დაამშვიდა. „და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა" (). და რაც ქრისტემ, (ქვეყნად) მოსულმა, თავის მოწაფეებს მცნებად დაუდო სიტყვებით: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად" (), სწორედ ამას ისაკი საქმით უკვე ასრულებდა. და როგორც დავითი საულის ძლიერ სიძულვილს ამშვიდებდა — განშორდებოდა და საშინელებას თავს არიდებდა, ამით მის ძლიერ გაღიზიანებას ალბობდა, — ზუსტად ასევე...
დაბადებისა 26:19
18. და მერმე მო-ვე-თხარა ისაკ ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა აბრაჰამ მამისა მისისათა და დაყუეს იგი ფილისტიმელთა მათ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა აბრაჰამისა და დასდვა მათ სახელები, რაჲცა-იგი დაედვა აბრაჰამს, მამასა მისსა.19. და თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარისასა და პოვეს მუნ ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ.20. და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერარელთანი მწყემსთა მათ ისაკისთა და იტყოდეს, ვითარმედ: მათი არს წყალი იგი. და უწოდა სახელი ჯურღმულსა მას "ვნებაჲ", რამეთუ ავნეს მას.
დაბადებისა თავი 26