მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 26:1

1. და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა. და მივიდა ისაკ აბიმელექისა, მეფისა ფილისტიმელთასა, გერარდ.2. ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ. არამედ დაემკჳდრე ქუეყანასა მას, რომლისა მე გრქუა შენ.
დაბადებისა თავი 26
1. და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა. და მივიდა ისაკ აბიმელექისა, მეფისა ფილისტიმელთასა, გერარდ.
საუბარი 51. „და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა" (დაბ 26:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. პირმშოობის უფლება და ისაკის შიმშილი (26:1-2):

კვლავ მსურს თქვენთვის სწავლება შემოგთავაზოთ იქიდან, რაც გასულ ჯერზე ჩვენი ნათქვამის შემდეგ მოდის. ხოლო მეტი სიცხადისთვის, საყვარელნო, უნდა შეგახსენოთ, სად დავასრულეთ გასულ ჯერზე სიტყვა და საიდან უნდა დავიწყოთ დღეს. თქვენ თვითონ, მრავალი საზრუნავით გართულნი, შეიძლება ეს დაგავიწყდათ. ჩემი მოვალეობა კი ის არის, რომ ეს შეგახსენოთ, რათა ამ შეხსენებით უფრო ნათელი გახდეს თქვენთვის სიტყვა, რომელსაც დღეს მოისმენთ. თქვენ იცით, რომ გასულ ჯერზე, რებეკას ღვთისმოსაობის შესახებ თხრობისას, ესავსა და იაკობზე მივედით და იქ შევჩერდით, სადაც ესავმა პირმშოების უფლება იაკობს დაუთმო, იმის საზრდელით სარგებლობა რომ უნდოდა, და ცნობილი საჭმლისადმი ვნებით თავისი თავი პირმშოობის უფლებას მოაკლო. ეს კი უბრალოდ არ მომხდარა, არამედ იმისთვის, რომ საქმით აღსრულებულიყო ღვთაებრივი წინასწარმეტყველება: „შევიყუარე ძე იაკობი, ხოლო ისავი მოვიძულე" (მალ 1:2–3). რადგან ღმერთი წინასწარ ხედავდა მომავალ მოვლენებს, მან წინასწარვე აუწყა იაკობის სათნოებაც და ესავის სულმდაბლობეც. მაშ, რას ნიშნავს პირმშოების უფლება? გასულ ჯერზე დრო არ მეყო, რომ ეს, საყვარელნო, განმემარტა, მაგრამ...

სრულად ნახვა
საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ისაკის ასმაგი მოსავალი და ფილისტიმელთა შური (26:12-16):

...ვთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობა ადიდოს და ყველაფერს მხოლოდ დროთა ცვლილებას ნუ მიაწერს. მაგრამ თანმიმდევრობას უნდა დავუბრუნდეთ და განვიხილოთ, თუ როგორ აღენთნენ შურით გერარის მცხოვრებლები, მართლის სიმდიდრე რომ შენიშნეს, და გადაწყვიტეს მისი იქიდან განდევნა: „ეშურებოდეს მას", — ნათქვამია, — „ფილისტიმელნი იგი" (). შემდეგ საღვთო წერილი, რომელსაც სურს აჩვენოს, რაში გამოამჟღავნეს თავიანთი შური, დასძენს: „და ყოველივე ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა და აღავსეს მიწითა" (). აჰა, რა ბოროტება იყო მათი: წყალშიც შეშურდათ მართლისა; თვით მეფეც, რომელსაც თავად ყოველივეს სიუხვე ჰქონდა, ვერ შეიკავა თავი შურისგან და უთხრა: „განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად". რა დიდი ავგულობა! რისთვის დევნი მართალს? განა რამე ავნო შენ? განა რამეთი შეგაწუხა? მაგრამ ასეთია შური: არაფერს აკეთებს განსჯით. თუ მეფე ხედავდა, რომ მართალი ღმრთისგან ასეთი წყალობით სარგებლობდა, მეტი პატივი უნდა მიეგო მისთვის, მეტი მზრუნველობა გამოეჩინა, რათა მართლის პატივისცემით თავადაც ზეციური კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ხოლო ის არა თუ ამას არ აკეთებს, არამედ განდევნასაც ცდილობს და ეუ...

სრულად ნახვა