გნებავთ, რომ გუშინდელი ჩვენი საუბრის ნაშთი, საყვარელნო, შემოგთავაზოთ? გუშინ ისააკის შესახებ მთელი თხრობის დასრულება ვერ მოვახერხეთ, არამედ იქ შევჩერდით, სადაც ისააკმა საკუთარი, დაუცხრომელი ლოცვით რებეკას საშო შვილთმშობლობისკენ აღძრა და, ასე ვთქვათ, დაზიანებული ბუნება გახსნა. ეს ყველაფერი გუშინ საკმარისად განგიმარტეთ და გაჩვენეთ წლების ის რიცხვი, რომელიც ამ ნეტარმა კაცმა ღვთის ვედრებასა და თხოვნაში გაატარა. შემდეგ უნაყოფოთა შესახებ სიტყვაზე გადავედით, აგიხსენით მიზეზი, რის გამოც იმ მართალთა მეუღლეები უნაყოფონი იყვნეს, და ამით გუშინდელი საუბარი დავასრულეთ. ხოლო დღეს რებეკას ღვთისმოსავი სულის შესწავლა გვმართებს, რათა არა მხოლოდ მართალი ისააკის სათნოებისგან მივიღოთ სარგებელი, არამედ რებეკას შესახებ თხრობითაც შეგვეძლოს მსმენელთა მასთან შეჯიბრებისკენ აღძვრა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა მართლის ლოცვა შეისმინა და რებეკამ მუცლად იღო, — „ჰკრთებოდეს, — ამბობს წერილი, — ყრმანი მუცელსა მისსა", და ამის გამო მას მძიმე ტკივილების ატანა უწევდა. იგი ამბობდა: „უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა?" არა ერთი ყრმა უნდა შობილიყო, არამედ...
დაბადებისა 25:28
27. აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა.28. უყვარდა ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ.29. შეგბოლა იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით დამაშურალი.
დაბადებისა თავი 25