მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 25:27

26. და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა27. აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა.28. უყვარდა ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ.
დაბადებისა თავი 25
27. აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა.
საუბარი 50. „და მუცლად-იღო რებეკა" (დაბ 25:21–22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. რებეკას ღვთისმოსაობა და ესავის პირმშოობის გაყიდვა (25:21-33):

გნებავთ, რომ გუშინდელი ჩვენი საუბრის ნაშთი, საყვარელნო, შემოგთავაზოთ? გუშინ ისააკის შესახებ მთელი თხრობის დასრულება ვერ მოვახერხეთ, არამედ იქ შევჩერდით, სადაც ისააკმა საკუთარი, დაუცხრომელი ლოცვით რებეკას საშო შვილთმშობლობისკენ აღძრა და, ასე ვთქვათ, დაზიანებული ბუნება გახსნა. ეს ყველაფერი გუშინ საკმარისად განგიმარტეთ და გაჩვენეთ წლების ის რიცხვი, რომელიც ამ ნეტარმა კაცმა ღვთის ვედრებასა და თხოვნაში გაატარა. შემდეგ უნაყოფოთა შესახებ სიტყვაზე გადავედით, აგიხსენით მიზეზი, რის გამოც იმ მართალთა მეუღლეები უნაყოფონი იყვნეს, და ამით გუშინდელი საუბარი დავასრულეთ. ხოლო დღეს რებეკას ღვთისმოსავი სულის შესწავლა გვმართებს, რათა არა მხოლოდ მართალი ისააკის სათნოებისგან მივიღოთ სარგებელი, არამედ რებეკას შესახებ თხრობითაც შეგვეძლოს მსმენელთა მასთან შეჯიბრებისკენ აღძვრა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა მართლის ლოცვა შეისმინა და რებეკამ მუცლად იღო, — „ჰკრთებოდეს, — ამბობს წერილი, — ყრმანი მუცელსა მისსა", და ამის გამო მას მძიმე ტკივილების ატანა უწევდა. იგი ამბობდა: „უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა?" არა ერთი ყრმა უნდა შობილიყო, არამედ...

სრულად ნახვა
საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. რებეკას გონიერი საბაბი და ისაკის კურთხევა (28:1–11):

...და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას"** (დაბ 28:10–11). ხედავ გამოუთქმელ სიბრძნისმოყვარეობას? ხედავ, როგორ მოგზაურობდნენ ძველად? ადამიანი, სახლში გაზრდილი (კვლავ იმავეს ვიტყვი), ისეთი მომსახურებით სარგებლობდა რა, რადგან „კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა" — ნათქვამია (), — გზას რომ დაადგა, არც ასატვირთი ცხოველები მოითხოვა, არც ამალა, არც სამგზავრო მარაგი; არამედ გზას ადგება, თითქოსდა უკვე მოციქულურ მაგალითს მისდევდეს. როცა მზე ჩავიდა, იქ დაიძინა, სადაც ღამემ მოუსწრო. „მოიღო, — ნათქვამია, — ლოდი და დაიდვა სასთუნალად". ყურადღება მიაქციე ჭაბუკის მამაკაცურობას: ლოდი სასთუნალად გამოიყენა და შიშველ მიწაზე დაიძინა. სამაგიეროდ, ვინაიდან სიბრძნისმოყვარე სული ჰქონდა, მტკიცე გონება და ყოველგვარი ამქვეყნიური ამაოებისგან თავისუფალი იყო, საოცარი ხილვის ღირსი შეიქნა. ასეთია ჩვენი უფალი: როცა ხედავს კეთილგონიერ სულს, ამჟამინდელზე ცოტათი მზრუნველს, მის მიმართ დიდ განგებულებას გამოიჩენს.

4. იაკობის ხილვა კიბისა და ღვთის აღთქმანი (28:12–19)

მაშ, შეხედე ამ მართალს, რომელიც შიშველ მიწაზე წევს და ხილვას ჭვრეტს, ანუ — უკეთ რომ ვთქვა — თავად ღვთის გამოცხადების ღირსი ხდება. **„და ჩუენებასა იხილვიდა, — ნათქვა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“ (5,5).:

...ოჲსად მშჳდნი და წრფელნი არა თუ საუკუნესა ხოლო ცხორებასა ღირს იქმნენ, არამედ ქუეყანასა ზედაცა უაღრეს და უმჯობეს იყვნენ ფიცხელთა და ცხართა და მანკიერთასა, ვი-თარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „იყო ესავ მეცნიერ და მჴნე და ძლიერ, ხოლო იაკობ იყო კაცი უმანკოჲ და მყოფი სახლსა შინა. და ისაკსცა უყუარდა ესავ“, არამედ ღმერთმან უმანკოებისა მისთჳს იაკობისა ყოველივე მას განუმარჯუა და ყოველსა ზედა მძლე ექმნა ძმასა თჳსსა, მჴნესა მას და მეცნიერსა. ეგრეთვე იოსებ მშჳდი იყო და წრფელი და უაღრეს იქმნა ძლი-

ერთა მათ და მჴნეთა და მრავალღონეთა ძმათა თჳსთა. იყო დავითცა კაცი მშჳდი და წრფელი გულითა, და ძმანი მისნი უშუენიერესნი და უკეთესნი, არამედ არა სთნდეს უფალსა, ხოლო დავით სთნდა და მეფობაჲ წინაწარმეტყუელებითურთ მიანიჭა.

აჰა ესერა ჰხედავთ, ვითარმედ ზემოჴსენებულთა ამათ მშჳდთა, იაკობ და იოსებ და დავით, დაიმკჳდრეს ქუეყანაჲცა და ღირს იქმნეს ზეცისა სასუფეველსაცა; და ძუელსაცა შინა წერილსა იპოების ესევითარი ქებაჲ სიმშჳდისაჲ. ამისთჳსცა უფალმან მისვე წესისაებრ თქუა: „ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“. არა თუ სასყიდელად მშჳდთა ქუეყანაჲ ესე ხოლო ხილული დადვა, არამედ ამის თანა მერმესა მასცა დაუსრულებელსა ცხორებასა მიანიჭებს, რამეთუ ნიჭნი მი...

სრულად ნახვა