მაგრამ დავუბრუნდეთ ადრე დაწყებულ სიტყვას და ვაჩვენოთ მართალი ისაკის სათნოება — როგორ აღხოცა ლოცვით რებეკას უნაყოფობა და ბუნების ბორკილები დაამარცხა. „და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან" (). ნუ იფიქრებ, რომ რაც აქ დაიწერა, ისე სწრაფად მიიღო თხოვნილი. ოცი წლის განმავლობაში არ წყვეტდა ღვთისადმი თხოვნასა და ვედრებას — მხოლოდ მაშინ მიიღო სასურველი. საიდან ვიცით ეს? ვიცით, თუ საღვთო წერილში შემავალ თხრობებს ყურადღებით მივადევნებთ. წერილმა არ დაგვიმალა ეს დრო, არამედ აღნიშნა, თუმცა ირიბად, რათა ჩვენი ყურადღება აღეძრა და კვლევისკენ გვიბიძგა. როგორც აჩვენა, რამდენი წლისა იყო ისაკი, როცა რებეკა მოიყვანა, ისევე ნათლად წარმოგვიდგენს ამ გარემოებასაც. „და იყო ისაკ ორმეოცთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა" (). ყურადღებით დააკვირდი ამ დროს. შემდეგ წერილი, როცა ამბობს: „და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო" (<span...
დაბადებისა 25:24
23. და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა.24. და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.25. და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად, ვითარცა ტყავი ფაჩუნიერი. და დასდვა მას სახელი ესავ. და ამისსა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხეული იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ.
დაბადებისა თავი 25