მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 25:22

21. და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა22. და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.23. და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა.
დაბადებისა თავი 25
22. და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.
საუბარი 49. „და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი" (დაბ 25:19)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ისაკის ოცწლიანი ლოცვა და მისი ნაყოფი (25:21-26):

მაგრამ დავუბრუნდეთ ადრე დაწყებულ სიტყვას და ვაჩვენოთ მართალი ისაკის სათნოება — როგორ აღხოცა ლოცვით რებეკას უნაყოფობა და ბუნების ბორკილები დაამარცხა. „და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან" (). ნუ იფიქრებ, რომ რაც აქ დაიწერა, ისე სწრაფად მიიღო თხოვნილი. ოცი წლის განმავლობაში არ წყვეტდა ღვთისადმი თხოვნასა და ვედრებას — მხოლოდ მაშინ მიიღო სასურველი. საიდან ვიცით ეს? ვიცით, თუ საღვთო წერილში შემავალ თხრობებს ყურადღებით მივადევნებთ. წერილმა არ დაგვიმალა ეს დრო, არამედ აღნიშნა, თუმცა ირიბად, რათა ჩვენი ყურადღება აღეძრა და კვლევისკენ გვიბიძგა. როგორც აჩვენა, რამდენი წლისა იყო ისაკი, როცა რებეკა მოიყვანა, ისევე ნათლად წარმოგვიდგენს ამ გარემოებასაც. „და იყო ისაკ ორმეოცთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა" (). ყურადღებით დააკვირდი ამ დროს. შემდეგ წერილი, როცა ამბობს: „და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო" (<span...

სრულად ნახვა
საუბარი 50. „და მუცლად-იღო რებეკა" (დაბ 25:21–22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. რებეკას ღვთისმოსაობა და ესავის პირმშოობის გაყიდვა (25:21-33):

გნებავთ, რომ გუშინდელი ჩვენი საუბრის ნაშთი, საყვარელნო, შემოგთავაზოთ? გუშინ ისააკის შესახებ მთელი თხრობის დასრულება ვერ მოვახერხეთ, არამედ იქ შევჩერდით, სადაც ისააკმა საკუთარი, დაუცხრომელი ლოცვით რებეკას საშო შვილთმშობლობისკენ აღძრა და, ასე ვთქვათ, დაზიანებული ბუნება გახსნა. ეს ყველაფერი გუშინ საკმარისად განგიმარტეთ და გაჩვენეთ წლების ის რიცხვი, რომელიც ამ ნეტარმა კაცმა ღვთის ვედრებასა და თხოვნაში გაატარა. შემდეგ უნაყოფოთა შესახებ სიტყვაზე გადავედით, აგიხსენით მიზეზი, რის გამოც იმ მართალთა მეუღლეები უნაყოფონი იყვნეს, და ამით გუშინდელი საუბარი დავასრულეთ. ხოლო დღეს რებეკას ღვთისმოსავი სულის შესწავლა გვმართებს, რათა არა მხოლოდ მართალი ისააკის სათნოებისგან მივიღოთ სარგებელი, არამედ რებეკას შესახებ თხრობითაც შეგვეძლოს მსმენელთა მასთან შეჯიბრებისკენ აღძვრა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა მართლის ლოცვა შეისმინა და რებეკამ მუცლად იღო, — „ჰკრთებოდეს, — ამბობს წერილი, — ყრმანი მუცელსა მისსა", და ამის გამო მას მძიმე ტკივილების ატანა უწევდა. იგი ამბობდა: „უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა?" არა ერთი ყრმა უნდა შობილიყო, არამედ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის