მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 25:20

19. და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკ.20. და იყო ისაკ ორმეოცდასამთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად21. და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა
დაბადებისა თავი 25
20. და იყო ისაკ ორმეოცდასამთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად
საუბარი 49. „და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი" (დაბ 25:19)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამიდან ისაკისკენ — მართალთა ცოლების უნაყოფობა (25:19-21):

კვლავ მსურს ჩვეულ ტაბლასთან მიგიყვანოთ და მოსეს სიტყვებით გაგიმასპინძლდეთ, უფრო სწორად კი — სულიწმიდის სიტყვებით, რადგან მოსე თავისი თხრობისას არა თავისით, არამედ სულიწმიდის შთაგონებით გვამცნობს. ვნახოთ, დღესაც რას გვასწავლის. მართალთა ცხოვრების თხრობას ხომ არა უმიზეზოდ და უმიზნოდ გვიყვება, არამედ იმისთვის, რომ მათ სათნოებას მივბაძოთ და მათი სრულქმნილების მიმდევარნი ვიყოთ. მამამთავრის (აბრაჰამის) ცხოვრების გარემოებათა დაწვრილებით მოყოლისა და მისი უკანასკნელი მოღვაწეობის — მხოლოდშობილის მსხვერპლშეწირვის — აღწერის შემდეგ, აჩვენა რა ჩვენ, თუ როგორ შესწირა მამამთავარმა ღმერთს ეს საკვირველი მსხვერპლი — თუნდაც არა საქმით, მაგრამ განზრახვით, — მოსემ ამით დაასრულა თხრობა მის შესახებ. ახლა კი იმას გვიყვება, რაც ისაკს შეეხება — შეწირულსა და შეუწირავს, — ასე ჰგავდა ეს მოვლენა იგავს. მოისმინე, მართლაც, რას ამბობს პავლე: „სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო" (). შემდეგ კი, რათა ზედმიწევნით შევიტყოთ, თუ როგორ აღასრულა ეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის