...რი მონას უკრძალავს იქ ისაკის წაყვანას. მას შემდეგ, რაც ასეთი სიზუსტით მისცა მონას ბრძანება და ეჭვისგან გაათავისუფლა — რადგან მონას ეშინოდა, ფიცის დარღვევა არ მომხდარიყო, ბრძანება რომ ვერ შეესრულებინა — „დასდვა, — ნათქვამია, — ჴელი მონამან მან წყჳლთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, და ეფუცა მას სიტყჳსა ამისთჳს" (), ანუ იმის შესახებ, რომ ისაკს იქ არ წაიყვანდა. ხედავ, როგორ გამოიჩინა მონამ თავიდანვე ბატონისადმი მოშურნეობა? ახლა შეხედე, როგორ გახდა მამამთავრის შეგონებებით კიდევ უკეთესი და მართლის ღვთისმოსაობის მიბაძვა დაიწყო. „და წარიყუანა მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოვლისაგან კეთილისა უფლისა თჳსისა თავისა თჳსისა თანა და აღდგა და წარვიდა შუამდინარედ ქალაქად ნაქორისაჲ. და დააწვინნა აქლემნი იგი გარეშე ქალაქსა ჯურღმულსა მას თანა მიმწუხრი, რაჟამს გამოვლენედ მერწყულნი. და თქუა: უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო" (). შენიშნე მონის კეთილგონიერება: სამყაროს უფალს მამამთავრის ღმერთად მოიხსენიებს და ამბობს: „უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო" — შენ, რომელმაც მას ესოდენი ქველმოქმედება უყავი. რატომ გიკვირს, რომ მონა მას აბრაჰამის ღმერთს უწოდებს? თავად ღმერ...
დაბადებისა 24:9
8. ხოლო უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვაჲ ჩუენ თანა ქუეყანასა ამას, უბრალო იყო შენ ფიცისა ამისგან, გარნა ძესა ჩემსა ნუ მიაქცევ მუნ9. და დასდვა ჴელი მონამან მან წყჳლთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, და ეფუცა მას სიტყჳსა ამისთჳს.10. და წარიყუანა მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოვლისაგან კეთილისა უფლისა თჳსისა თავისა თჳსისა თანა და აღდგა და წარვიდა შუამდინარედ ქალაქად ნაქორისაჲ.
დაბადებისა თავი 24