მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 24:64

63. და განსრულ იყო იგი ველად განცხრომად მიმწუხრი. და აღმხილველმან თუალთამან იხილნა აქლემნი მომავალნი ათნი.64. და მიადგნა რებეკა თუალნი თჳსნი და იხილა ისაკ შთამავალი სწრაფი აქლემთა მომართ.65. და ჰრქუა მონასა მას: ვინ არს კაცი ესე, რომელი მოგებებად ჩუენდა? ხოლო მან ჰრქუა: ესე უფალი ჩემი. და გარდამოჴდა იგი აქლემისა მისგან და მოიღო თერისტროჲ და გარე მოისხა.
დაბადებისა თავი 24
64. და მიადგნა რებეკა თუალნი თჳსნი და იხილა ისაკ შთამავალი სწრაფი აქლემთა მომართ.
საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19)

თქვენ გუშინ იხილეთ, საყვარელნო, მამამთავრის მამაცობა. იხილეთ ალმასზე მტკიცე სული. იხილეთ, როგორ, რამდენადაც მისგან იყო დამოკიდებული, ღვთისადმი სიყვარულით საკუთარი ძის მსხვერპლის შემწირველი გახდა, განზრახვით თავისი ხელი სისხლით შეღება და მსხვერპლი შეწირა, მაგრამ ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, ძე ცოცხალი და ჯანმრთელი უკან მიიღო, ხოლო თავისი მზადყოფნისთვის განდიდებული და ბრწყინვალე გვირგვინით შემკული იქნა. ეს იყო მისი უმაღლესი ღვაწლი, რომელიც მან აღასრულა; აქ სრულად გამოჩნდა მისი ღვთისმოყვარე სული. ახლა ვნახოთ ამ მართლის მამობრივი სიყვარულის ძალა — როგორ ზრუნავს თავის ძეზე. იმ უჩვეულო და საკვირველი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როცა იგი მთიდან დაბრუნდა, სარრას გამო მწუხარება დაატყდა თავს. ქეტის ძეთაგან ერთი საფლავის მფლობელობა გამოითხოვა და ადგილი იყიდა; იქ დაასაფლავა გარდაცვლილი მეუღლე და, ამგვარად, სარრას გარდაცვალებით მამამთავარმა თავის შენაძენთა პირველი დასაწყისი ჩაუყარა. საღვთო წერილი, ყველაფერში ამ მართლის სათნოებას ცხადყოფს რა, აგრეთვე იმას, რომ მთელი ცხოვრება მწირად და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის