მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 24:56

55. მიუგეს ძმათა რებეკასთა და დედამან და ჰრქუეს: იყავნ ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ აწ დღე ოდენ ათთა და ამისსა შემდგომად წარვიდეთ.56. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფლისა მიერ წარმემართა გზაჲ ჩემი, წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა.57. ხოლო მათ ჰრქუეს: მოუწოდეთ ქალწულსა მასცა და ვჰკითხოთ პირსა მისსა.
დაბადებისა თავი 24
56. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფლისა მიერ წარმემართა გზაჲ ჩემი, წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. ისაკისა და რებეკას ქორწინება (24:52–67):

...წოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან თქუა: წარვიდე. და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი ყოველნი. და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს: დაჲ ჩუენი ხარ შენ, იყავ ათასეულად ბევრეულთა და დაიმკჳდრონ ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთაჲ"** (). შეხედე, როგორ წინასწარმეტყველებენ ეს ხალხი, თავადაც არ იციან რა, ქალწულს მომავალს — რადგან თავად ღმერთი წარმართავდა მათ აზრებს. ისინი ორ მოვლენას წინასწარ აუწყებენ: პირველი, რომ „ათასეულად ბევრეულთა" იქნება, და მეორე, რომ მისმა თესლმა „დაიმკჳდროს ქალაქები მტერთაჲ". ხედავ, როგორ, ყოველ შემთხვევაში, ღვთის აშკარა განგება ვლინდება და როგორ ურწმუნოთა მეშვეობითაც კი წინასწარმეტყველებს ყოვლის უფალი მომავალ მოვლენებს? „აღდგა რებეკა, — ნათქვამია, — და შიმუნვარნი მისნი და აღსხდეს აქლემებსა ზედა" (). აი, როგორი სასძლო ჰყავს მამამთავარს! ის წყალს ასხამს, სარწყულს მხრებზე ატარებს, ახლა კი აქლემზე შეჯდება. არ იყო იქ ვეცხლით მორთულ ფაფრიანი ჯორები, არ იყო მსახურთა ბრბო, არ იყო ის ნებიერობა, რომელიც დღეს არის; ძველ ქალებს ისეთი სიმტკიცე ჰქონდათ, რომ აქლემებზეც თავად შეჯდებოდნენ და ას...

სრულად ნახვა