მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 24:54

53. და გამომღებელმან ყრმამან ჭურჭლისა ოქროჲსა და ვეცხლისა და შესამოსლისა და მისცნა რებეკას. და ძღუენი მისცა ძმასა მისსა და დედასა მისსა.54. და ჭამეს და სუეს მან და მისთანათა მყოფთა კაცთა. და დაიძინეს და აღ-რაჲ-დგა განთიად ყრმაჲ იგი და თქუა: განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა.55. მიუგეს ძმათა რებეკასთა და დედამან და ჰრქუეს: იყავნ ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ აწ დღე ოდენ ათთა და ამისსა შემდგომად წარვიდეთ.
დაბადებისა თავი 24
54. და ჭამეს და სუეს მან და მისთანათა მყოფთა კაცთა. და დაიძინეს და აღ-რაჲ-დგა განთიად ყრმაჲ იგი და თქუა: განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. ისაკისა და რებეკას ქორწინება (24:52–67):

...ე ისაკისთვის დანიშნულს, ძმასა და დედასაც ძღვენს უძღვნის, და, როცა ბატონის ბრძანება აღსრულებული იხილა, მაშინ ბოლოს საკუთარ მოსვენებასაც მისცა ნება. „და ჭამეს, — ნათქვამია, — და სუეს მან და მისთანათა მყოფთა კაცთა. და დაიძინეს და აღ-რაჲ-დგა განთიად ყრმაჲ იგი და თქუა: განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა" (). რადგან ყველაფერი ჩემთვის ასეთი წარმატებით მოხერხდა, ამბობს, და სხვა არაფერი დამრჩა გასაკეთებელი, თქვენც ეს გნებავთ — „განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა". „მიუგეს ძმათა რებეკასთა და დედამან და ჰრქუეს: იყავნ ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ აწ დღე ოდენ ათთა და ამისსა შემდგომად წარვიდეთ. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფლისა მიერ წარმემართა გზაჲ ჩემი; წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა" (). რატომ გადადებთ და აგვიანებთ, ამბობს, როცა ღმერთმა ასეთი წარმატება მომანიჭა? „წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა". **„ხოლო მათ ჰრქუეს: მოუწოდეთ ქალწულსა მასცა და ვჰკითხოთ პირსა მისსა. და მოუწოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან თქუა: წარვიდე. და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი ყოველ...

სრულად ნახვა