ხედავთ, როგორ ზრუნავდნენ ძველ დროში ძეებისთვის ცოლების არჩევაზე? როგორ სიმდიდრეზე სულიერ ღირსებას ამჯობინებდნენ? არ იყო მაშინ ჩანაწერები, ხელშეკრულებები და ის ყველაფერი, რაც დღეს იცის კაცობრიობამ; არ იყო სხვადასხვა პირობები, რომლებიც დღეს საქორწინო ჩანაწერებში შეაქვთ — მაგალითად, თუ ქმარი უშვილოდ მოკვდება, თუ ესა და ეს მოხდება. ძველთ ასეთი არაფერი ჰქონდათ, არამედ მათ ჰქონდათ ჩანაწერი გაცილებით მნიშვნელოვანი და სანდო — სასძლოს ხასიათი. არ იყო მუსიკა, არ იყო ცეკვები. ამას დაინახავ, როცა შეიტყობ, როგორ მიიყვანეს ქალწული სიძესთან. მონამ, ქალწულის მამისა და ძმის სიტყვები რომ მოისმინა, „თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა უფალსა" (). აი, როგორ, ყოველ შემთხვევაში, მადლობას აღუვლენს ყოვლის უფალს, რადგან თავად უფალი ეხმარებოდა მას ყველაფერში და, მამამთავრის სიტყვისამებრ, ანგელოზი წარგზავნა მის წინაშე, რომელმაც ყველაფერი მოაწყო. ბოლოს, მონა დარწმუნდა რა, რომ მისი მცდელობის მიზანი მიღწეულია, „გამომღებელმან... ჭურჭლისა ოქროჲსა და ვეცხლისა და შესამოსლისა, მისცნა რებეკას" (<span...
დაბადებისა 24:52
51. აჰა, რებეკა წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე და ეყავნ ცოლ ძესა უფლისა შენისასა, ვითარცა თქუა უფალმან.52. ხოლო იყო ყრმისაგან სმენასა აბრაჰამისსა სიტყუათა მათთასა, თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა უფალსა.53. და გამომღებელმან ყრმამან ჭურჭლისა ოქროჲსა და ვეცხლისა და შესამოსლისა და მისცნა რებეკას. და ძღუენი მისცა ძმასა მისსა და დედასა მისსა.
დაბადებისა თავი 24