მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 24:44

43. აჰა, მე ვდგა წყაროსა ზედა წყლისასა, ხოლო ასულნი კაცთა ქალაქისათანი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს ქალწული, რომელსაცა ვჰრქუა მე: მასუ მცირედი წყალი სარწყულისაგან შენისა.44. და მრქუას მე: და შენ სუ და აქლემთაცა შენთა ვასუა, ესე დედაკაცი არს, რომელი განუმზადა უფალმან მსახურსა თჳსსა ისაკს, და ამით ვცნა, ვითარმედ უყავ წყალობაჲ უფალსა ჩემსა აბრაჰამს.45. და იყო პირველ დასრულებისა ჩემგან, მეტყუელისა გონებასა შინა, მეყსეულად რებეკა გამოვიდოდა მქონებელი სარწყულისა მჴართა ზედა. და შთავიდა წყაროსა ზედა და აღმოივსო. ხოლო ვარქუ მას: მასუ მე.
დაბადებისა თავი 24
44. და მრქუას მე: და შენ სუ და აქლემთაცა შენთა ვასუა, ესე დედაკაცი არს, რომელი განუმზადა უფალმან მსახურსა თჳსსა ისაკს, და ამით ვცნა, ვითარმედ უყავ წყალობაჲ უფალსა ჩემსა აბრაჰამს.
საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19)

თქვენ გუშინ იხილეთ, საყვარელნო, მამამთავრის მამაცობა. იხილეთ ალმასზე მტკიცე სული. იხილეთ, როგორ, რამდენადაც მისგან იყო დამოკიდებული, ღვთისადმი სიყვარულით საკუთარი ძის მსხვერპლის შემწირველი გახდა, განზრახვით თავისი ხელი სისხლით შეღება და მსხვერპლი შეწირა, მაგრამ ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, ძე ცოცხალი და ჯანმრთელი უკან მიიღო, ხოლო თავისი მზადყოფნისთვის განდიდებული და ბრწყინვალე გვირგვინით შემკული იქნა. ეს იყო მისი უმაღლესი ღვაწლი, რომელიც მან აღასრულა; აქ სრულად გამოჩნდა მისი ღვთისმოყვარე სული. ახლა ვნახოთ ამ მართლის მამობრივი სიყვარულის ძალა — როგორ ზრუნავს თავის ძეზე. იმ უჩვეულო და საკვირველი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როცა იგი მთიდან დაბრუნდა, სარრას გამო მწუხარება დაატყდა თავს. ქეტის ძეთაგან ერთი საფლავის მფლობელობა გამოითხოვა და ადგილი იყიდა; იქ დაასაფლავა გარდაცვლილი მეუღლე და, ამგვარად, სარრას გარდაცვალებით მამამთავარმა თავის შენაძენთა პირველი დასაწყისი ჩაუყარა. საღვთო წერილი, ყველაფერში ამ მართლის სათნოებას ცხადყოფს რა, აგრეთვე იმას, რომ მთელი ცხოვრება მწირად და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის