...ყობა გამოიჩინოთ. და დაიწყო ამბავი ასე: „მონაჲ აბრაჰამისი ვარ მე. უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად... და მისცნა მას ცხოვარნი და ზროხანი, ოქროჲ და ვეცხლი, აქლემი და ვირნი. და უშვა სარრა, ცოლმან უფლისა ჩემისამან, ძე ერთი უფალსა ჩემსა შემდგომად დაბერებისა მისისა და მისცა მას ყოველი, რაოდენი-რაჲ იყო მისი" (). შეხედე, რა გულმოდგინეობით მოუყვება მათ ყველაფერს. აბრაჰამის მონა ვარ, ამბობს, რომელსაც თქვენ იცნობთ. იცოდეთ ისიც, რომ ყოვლის უფლისგან კურთხევა მიიღო და დიდი სიმდიდრით ცხოვრობს. შემდეგ ამ სიმდიდრის სიუხვეს აჩვენებს და ამბობს, რომ მას აქვს „ცხოვარნი და ზროხანი, ოქროჲ და ვეცხლი, აქლემი და ვირნი". ეს ისმინეთ თქვენ, მდიდრებო, რომლებიც ყოველდღე მიწის ნაკვეთებს ყიდულობთ, აბანოებსა და სამუდამო სახლებს აშენებთ — შეხედეთ, რისგან შედგებოდა მართლის ქონება. არსად აქვს მინდორი, არსად შენობები და რაიმე ზედმეტი ფუფუნება, არამედ მხოლოდ „ცხოვარნი და ზროხანი, აქლემი და ვირნი, მონები და მჴევლები". იმის გასაგებად, საიდან ჰყავდა ამდენი მონა, წერილი სხვა ადგილას ამბობს, რომ ყველანი „მონანი" () იყვნენ. მაშ, ჩემმა ამ ბატონმა, ასეთ სიმდიდრეში მცხოვრებმა და ზეციური ასეთი დიდი შემწეობის ღირსმა,...
დაბადებისა 24:34
33. და დაუგნა მან პურნი ჭამად. და თქუა მან: არა ვჭამო ვიდრე თქუმადმდე სიტყუათა ჩემთა.34. და ჰრქუა მონაჲ აბრაჰამისი ვარ მე.35. უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად, და ამაღლდა. და მისცნა მას ცხოვარნი და ზროხანი, ოქროჲ და ვეცხლი, აქლემი და ვირნი.
დაბადებისა თავი 24