მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 24:32

31. და ჰრქუა მას: მოედ, შემოვედ კურთხეულ არს უფალი, რაჲსათჳს სდგა გარე? რამეთუ მე განმიმზადებიეს სახლი ღა ადგილი აქლემთა.32. და შევიდა კაცი სახიდ და გარდატჳრთნა აქლემნი და მისცა ბზე და თივაჲ აქლემთა და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა.33. და დაუგნა მან პურნი ჭამად. და თქუა მან: არა ვჭამო ვიდრე თქუმადმდე სიტყუათა ჩემთა.
დაბადებისა თავი 24
32. და შევიდა კაცი სახიდ და გარდატჳრთნა აქლემნი და მისცა ბზე და თივაჲ აქლემთა და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა.
საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მონის თხრობა და ოჯახის თანხმობა (24:32–51):

აი, როგორ ზრუნავდნენ სტუმართმოყვარეობაზე ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ შეცდომაში იყვნენ. „და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა; და დაუგნა მან პურნი ჭამად" (). მაგრამ შენიშნე მონის კეთილგონიერება. რას ამბობს? „არა ვჭამო ვიდრე თქუმადმდე სიტყუათა ჩემთა". თქვენ, ამბობს, თქვენი საქმე გააკეთეთ, მაგრამ მე ჩემს მოსვენებაზე არ ვიფიქრებ, ვიდრე არ ვაგიხსნით მიზეზს, რომლისთვისაც ასეთ შორეულ გზაზე გამომგზავნეს, და რატომ მოვედი აქ ქანაანიდან, და როგორ შემოვედი თქვენს სახლში — რომ ყველაფერი შეიტყოთ და თქვენც ჩემი ბატონისადმი კეთილგანწყობა გამოიჩინოთ. და დაიწყო ამბავი ასე: „მონაჲ აბრაჰამისი ვარ მე. უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად... და მისცნა მას ცხოვარნი და ზროხანი, ოქროჲ და ვეცხლი, აქლემი და ვირნი. და უშვა სარრა, ცოლმან უფლისა ჩემისამან, ძე ერთი უფალსა ჩემსა შემდგომად დაბერებისა მისისა და მისცა მას ყოველი, რაოდენი-რაჲ იყო მისი" (). შეხედე, რა გულმოდგინეობით მოუყვება მათ ყველაფერს. აბრაჰამის მონა ვარ,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის