მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 24:27

26. და სთნდა კაცსა მას და თაყუანის-სცა უფალსა.27. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან, მე მომიძღუა უფალი სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა28. და მირბიოდა ქალი და მიუთხრა სახლსა დედისა თჳსისასა მსგავსად სიტყუათა ამათ.
დაბადებისა თავი 24
27. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან, მე მომიძღუა უფალი სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. რებეკას სტუმართმოყვარეობა (24:20–32):

...ა"**, ანუ მადლობა აღუვლინა მეუფეს, რომელმაც ასეთი კეთილგანწყობა გამოიჩინა მამამთავრის მიმართ და მისი ასეთი მზრუნველობა გამოავლინა, და ყველაფერი ასე წარმატებით მოაწყო, და თქვა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან" (). მას შემდეგ, რაც მონამ იხილა ქალწულის კეთილგულობა და ყველაფერი დაწვრილებით შეიტყო, ბოლოს თავადაც უმხელს ქალწულს, ვინ არის, და ღვთისადმი მადლობით განუმარტავს, რომ არა უცხო სახლიდან მოვიდა, არამედ ის, ვინც გამოგზავნა, ნაქორის ძმაა. ეს რომ შეიტყო, ქალწული დიდი სიხარულით „მირბიოდა", როგორც წერილი ამბობს. შეხედე, როგორ ავლენს სტუმართმოყვარეობისადმი მოშურნეობას ყოველი თავისი საქციელით — სირბილით, სიტყვებითა და თავმდაბალი ქცევით. „მირბიოდა ქალი, — ნათქვამია, — და მიუთხრა სახლსა დედისა თჳსისასა მსგავსად სიტყუათა ამათ" (). ყველაფერი, რაც მონისგან გაიგო, მშობლებს მოუყვა. „და მირბიოდა ლაბან კაცისა მიმართ გარე წყაროსა ზედა" (). აი, ესეც თავისი სირბილით მოშურნეობას ავლენს. ჭასთან აქლემებიანად მდგარ კაცს რომ დაინახა, უთხრა: **„მოედ, შემ...

სრულად ნახვა