...ა და თივაჲ არს ჩუენდა"** (). მონამ ეს რომ მოისმინა, ქალწულის ასეთმა გულმოდგინე სტუმართმოყვარეობამ განაცვიფრა, აგრეთვე შეიტყო, რომ არა უცხოების სახლში მივიდა, არამედ ნაქორის — მამამთავრის ძმის — სახლში, — „სთნდა კაცსა მას, — ნათქვამია, — და თაყუანის-სცა უფალსა" (). გახარებულმა იმით, რაც შეიტყო, და ქალწულის სიტყვებით, „თაყუანის-სცა უფალსა", ანუ მადლობა აღუვლინა მეუფეს, რომელმაც ასეთი კეთილგანწყობა გამოიჩინა მამამთავრის მიმართ და მისი ასეთი მზრუნველობა გამოავლინა, და ყველაფერი ასე წარმატებით მოაწყო, და თქვა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან" (). მას შემდეგ, რაც მონამ იხილა ქალწულის კეთილგულობა და ყველაფერი დაწვრილებით შეიტყო, ბოლოს თავადაც უმხელს ქალწულს, ვინ არის, და ღვთისადმი მადლობით განუმარტავს, რომ არა უცხო სახლიდან მოვიდა, არამედ ის, ვინც გამოგზავნა, ნაქორის ძმაა. ეს რომ შეიტყო, ქალწული დიდი სიხარულით „მირბიოდა", როგორც წერილი ამბობს. შეხედე, როგორ ავლენს სტუმართმოყვარეობისადმი მოშურნეობას ყოველი თავისი საქციელით — სირბილით, სიტ...
დაბადებისა 24:26
25. და ჰრქუა მას: ბზე-ცა და თივაჲ არს ჩუენდა და ადგილი დავანებად.26. და სთნდა კაცსა მას და თაყუანის-სცა უფალსა.27. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან, მე მომიძღუა უფალი სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა
დაბადებისა თავი 24