...ცარ სათნოებას ავლენდა. ამიტომ, მისი მორჩილებისა და წყლის მიცემის საზღაურად, მონამ შესთავაზა, როგორც წერილი ამბობს, „საყურნი ოქროჲსანი... და ორნი სალტენი"; და შემდეგ, ყურადღებით იკვლევდა რა მის შესახებ, ჰკითხა: „ასული ვისი ხარ. შენ? მითხარ მე. უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩემთჳს დავანებად" (). შენიშნე ქალწულის პასუხიც. როგორც ადრე, წყალს რომ სთხოვდა, არა მხოლოდ თხოვნა შეასრულა, არამედ, მას მოასვა რა, აქლემებიც დაარწყულა — ასევე ახლა, მონის კითხვაზე — არის თუ არა ადგილი და ვის ასულს ემსახურება — ქალწული პასუხობს: „ასული ბათოელისი ვარ მე მელქაჲსისაჲ, რომელი უშვა მან ნაქორს" (). იხსენიებს მამას და პაპას, რომ მონას, მათი შეცნობით, მეტი კეთილგანწყობა გაუჩნდეს. შენიშნე ქალწულის კეთილგულობა: მამაზე კითხვას არა მხოლოდ მამაზე პასუხობს, არამედ პაპაზეც. და, როცა მონამ მხოლოდ ის იკითხა: „არს ადგილი დავანებად?" — მან უპასუხა: არა მხოლოდ ადგილი, არამედ „ბზე-ცა და თივაჲ არს ჩუენდა" (). მონამ ეს რომ მოისმინა, ქალწულის ასეთმა გულმოდგინე სტუმართმოყვარეობამ განაცვიფრა, აგრეთვე შეიტყო, რომ არა უცხოების სახლში მივიდა, არამედ ნაქორი...
დაბადებისა 24:22
21. ხოლო კაცი შეისწავლიდა მას და ზომდა ცნობად, უკუეთუ კეთილ-ყო ღმერთმან გზაჲ მისი, ანუ არა.22. და იყო, ვითარცა დასცხრეს ყოველნი აქლემნი სმისაგან, მოიხუნა კაცმან საყურნი ოქროჲსანი თითოჲ დიდრაქმისა საწონისანი და ორნი სალტენი ჴელთა მისთა ოქროჲ საწონი მათნი.23. და ჰკითხა მას და ჰრქუა: ასული ვისი ხარ. შენ? მითხარ მე. უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩემთჳს დავანებად.
დაბადებისა თავი 24