...საკისთვის მეუღლის მოძებნაზე ზრუნავდა, ამიტომ წერილი მიუთითებს მამამთავრის ასაკს. როცა, ამბობს, ღრმა სიბერეს მიაღწია, ისაკი ქანაანელებთან ნათესაობისგან ჩამოაშორა, რათა მათგან ცოლი არ შეერთო; მამამთავარი მოუხმობს თავის ყველაზე გონიერ მონას და, ამ საქმეს მას ავალებს რა, ეუბნება: „დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა" (). ბერძნულად ასეა დაწერილი: „წყვილთა ჩემთა", ხოლო ებრაულად იკითხება: „ჩემს წელთა ქვეშ". რატომ ეუბნება ასე მამამთავარი? ძველთა ჩვეულება იყო ასეთი; აგრეთვე იმიტომ, რომ აქ იყო ისაკის შობის საწყისი. იმის დასარწმუნებლად, რომ ასეთი ნამდვილად იყო ჩვეულება, შეხედე, როგორ უბრძანებს მონას ხელი იქ დადოს და მაშინვე დაუმატებს: „და გაფუცო შენ უფალსა ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა" (). შენიშნე, როგორ ასწავლის მონასაც ყოვლის შემოქმედის შემეცნებას, რადგან, რომ თქვა: „ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა", ამ სიტყვებით მთელი ქმნილება აღნიშნა. რა იყო ფიცის შინაარსი? „რათა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე დამკჳდრებულ ვარ მათ შორის. არამედ ქუეყანით ჩუენით, ვინა-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ" (...
დაბადებისა 24:2
1. და იყო აბრაჰამ მოხუცებულ და გარდასრულ დღეთა და უფალმან აკურთხა აბრაჰამ ყოვლითა-ვე.2. და ჰრქუა აბრაჰამ მონასა თჳსსა უხუცესსა სახლისა მისისასა, მთავარსა მას ყოვლისასა, რომელ-რაჲ იყო მისი: დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა.3. და გაფუცო შენ უფალსა ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა, რათა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე დამკჳდრებულ ვარ მათ შორის.
დაბადებისა თავი 24