...თიც, მართალთა სათნოების ფასს ჩვენებს რა, ამბობს: „მე ვარ ღმერთი... ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი" (). მაშ, მონა ამბობს: „უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა" (). თითქოს ასე ამბობდა: ყავ ისე, რომ მისი სურვილები აღსრულდეს, ყველაფერი მისი განზრახვის მიხედვით წარიმართე; „ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა". რას ნიშნავს: „ყავ წყალობაჲ"? ნიშნავს — აღასრულე მისი სურვილი. შემდეგ ამბობს: „აჰა ესერა, ვდგა მე წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრნი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს ქალწული. რომელსა ვჰრქუა მე: მომიდრიკე მე სარწყული შენი, რათა ვსუა მე. ხოლო მან მრქუას: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით ვცნა, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა" (). შენიშნე მონის კეთილგონიერება: მან იცოდა მამამთავრის სტუმართმოყვარეობა და ის, რომ ქალწულს, რომელიც მის წინაშე უნდა წარედგინა, მართლის თანასწორი ხასიათი უნდა ჰქონოდა; ამიტომ მონა სხვა ნიშანს ა...
დაბადებისა 24:12
11. და დააწვინნა აქლემნი იგი გარეშე ქალაქსა ჯურღმულსა მას თანა მიმწუხრი, რაჟამს გამოვლენედ მერწყულნი.12. და თქუა: უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.13. აჰა ესერა, ვდგა მე წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრნი გამოვლენ ვსებად წყლისა.
დაბადებისა თავი 24