მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 23:6

5. მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ და ჰრქუეს.6. რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ.7. აღდგა აბრაჰამ და თაყუანი-სცა ერსა მას მის ქუეყანისასა, ძეთა ქეტისთა.
დაბადებისა თავი 23
6. რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ.
საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19):

თქვენ გუშინ იხილეთ, საყვარელნო, მამამთავრის მამაცობა. იხილეთ ალმასზე მტკიცე სული. იხილეთ, როგორ, რამდენადაც მისგან იყო დამოკიდებული, ღვთისადმი სიყვარულით საკუთარი ძის მსხვერპლის შემწირველი გახდა, განზრახვით თავისი ხელი სისხლით შეღება და მსხვერპლი შეწირა, მაგრამ ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, ძე ცოცხალი და ჯანმრთელი უკან მიიღო, ხოლო თავისი მზადყოფნისთვის განდიდებული და ბრწყინვალე გვირგვინით შემკული იქნა. ეს იყო მისი უმაღლესი ღვაწლი, რომელიც მან აღასრულა; აქ სრულად გამოჩნდა მისი ღვთისმოყვარე სული. ახლა ვნახოთ ამ მართლის მამობრივი სიყვარულის ძალა — როგორ ზრუნავს თავის ძეზე. იმ უჩვეულო და საკვირველი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როცა იგი მთიდან დაბრუნდა, სარრას გამო მწუხარება დაატყდა თავს. ქეტის ძეთაგან ერთი საფლავის მფლობელობა გამოითხოვა და ადგილი იყიდა; იქ დაასაფლავა გარდაცვლილი მეუღლე და, ამგვარად, სარრას გარდაცვალებით მამამთავარმა თავის შენაძენთა პირველი დასაწყისი ჩაუყარა. საღვთო წერილი, ყველაფერში ამ მართლის სათნოებას ცხადყოფს რა, აგრეთვე იმას, რომ მთელი ცხოვრება მწირად და მოხეტიალედ ატარა, ამ გარემოებასაც შენიშნავს, რომ ვიცოდეთ —...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ამაოების უარყოფა და ღვთის შემეცნება:

...ს: მზეზე, ცაზე, მიწაზე და ჰაერზე გადადის და ხილულთა კეთილწესრიგებიდან შემოქმედს აცხადებს; ასევე აღძრავს მსჯელობას მისი მონებისა და მათზე ღვთისაგან მომხდარი საქმეებისაგანაც; სწორედ ეს მოხდა აბრაამის შემთხვევაშიც.

რადგან მას ეუბნებოდნენ: ვიცით, რომ „მეფე ხარ ღმრთისა მიერ“ () და ჩვენთან მოხვედი. საიდან იცით? ძლევიდან, გამარჯვების ნიშნებიდან, ომებიდან. ეს იუდეველთა შემთხვევაშიც მოხდა. რადგან მათთვის მომხდარმა სასწაულებმა მთელი ქვეყანა შიშში ჩააგდო; სწორედ ამას ამბობდა მაშინ იერიქონელი მეძავიც: „დაცემულ არს შიში თქუენი ჩუენ ზედა“ (), და ძრწოლაც დაგვეცა. ამრიგად, ერთი გზა არის ქმნილებათა მეშვეობით; მეორე და უფრო ცხადი — ღვთის მონათა მეშვეობით; და ეს სწავლება ღმერთმა დასაბამიდან ყოველ თაობაში დათესა. ეგვიპტელებს მან აბრაამის მეშვეობით ასწავლა, სპარსელებსაც ისევ მისი მეშვეობით, ისრაელიანებს — მისი შთამომავლების მეშვეობით, და სხვა ურიც...

სრულად ნახვა