მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 22:6

5. და ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულისა თანა, და მე და ყრმაჲ ვსე წარვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანისს-ვსცეთ და თქუენდავე მოვაქციოთ.6. წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად.7. ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს, შჳლო? და ისაკ ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?
დაბადებისა თავი 22
6. წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაჰამის მორჩილება და სამდღიანი გზა მსხვერპლშეწირვისკენ (22:3–10):

...წინასწარმეტყველებდა. მსახურებს კი ასე უთხრა, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ნამდვილი საქმე დაეფარა მათთვის და იმ ადგილას დაერჩინა ისინი. შემდეგ მამამთავარი ძესთან ერთად წავიდა. „წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად" (). რა მამაცობა სულისა! რა ნებისყოფის სიმტკიცე! „აღჰკიდა, — ამბობს წერილი, — ისაკს შეშაჲ მსხუერპლისაჲ"; თავად კი აიღო დანაკი და ცეცხლი, და წავიდნენ ძესთან ერთად. რა თვალებით უყურებდა თავის ძეს, რომელსაც ეკიდა შეშა, რომელზეც ცოტა ხნის შემდეგ ყოვლად დასაწველად უნდა შეეწირა იგი? როგორ უჭირავდა ხელებს ცეცხლი და დანაკი? ხელში რომ ხელშესახებ ცეცხლს ატარებდა, შინაგანი ცეცხლი მის გულს აღაგზნებდა და ყველა გაჩენილ ფიქრს შემუსრავდა, და მასში განზრახვასას აღძრავდა — ღვთისადმი სიყვარულით დაეძლია ეს გამოცდა და დაეფიქრებინა, რომ ის, ვინც ადამიანური ბუნების ძალის მიღმა მამობის საშუალება მისცა, ახლაც შეძლებს ადამიანური გონებისთვის მიუწვდომელი საქმის აღსრულებას. შეხედე, ხელშესახებ ცეცხლზე ადრე, როგორ აღიგზნებოდა თანდათანობით შინაგანი ცეცხლი და წვავდა მართლის სულს. „ჰრქუა, — ამბობს წერილი, — ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო" (...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).:

...(შდრ. მათ. 27,32); ; არამედ აქა იოვანე უფლისათჳს იტყჳს, რომელსა ზედა დადვეს ჯუარი, გან-რაჲ-იყვანებდეს სამშჯავროჲთ. ეგრეთვე იყო სახესა მას ზედა, რამეთუ მაშინცა ისაკ აღიკიდა შეშაჲ, არამედ მუნ ნებისამებრ მამისა იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ სახჱ იყო, ხოლო აქა ჭეშმარიტებით აღესრულა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ იყო და არა იგავი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მივიდეს თხემისა ადგილსა, სადა-იგი ჯუარსაცუეს“ (19,17-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ადამ მუნ დაეფლა, და უფალმან იესუ, სადა-იგი სიკუდილმან მიიღო დასაბამი თჳსისა მეუფებისაჲ, მუნ აღჰმართა თჳსი საძლეველი ქრისტემან, რამეთუ სა-ძლეველი ეკიდა ჯუარი ეშმაკისა მიმართ. ხოლო ჯუარს-აცუეს იგი შორის ავაზაკთა, ; ; ; რაჲთამცა უნებლიაჲთ აქაცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულეს, რამეთუ ესე თქუა დასაბამითგან წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: „უშჯულოთა თანა შეირაცხა“....

სრულად ნახვა