მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 22:3

2. და ჰრქუა მას: მოიყუანე ძე შენი ისაკი და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ ყოვლად დასაწველად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა მე გრქუა შენ.3. აღდგა აბრაჰამ განთიად და აღსხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძე თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა.4. და აღიხილნა აბრაჰამ თუალნი თჳსნი და იხილა ადგილი იგი შორით.
დაბადებისა თავი 22
3. აღდგა აბრაჰამ განთიად და აღსხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძე თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა.
საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაჰამის მორჩილება და სამდღიანი გზა მსხვერპლშეწირვისკენ (22:3–10):

მსგავსი არაფერი უფიქრია ამ მართალს; არამედ, როგორც მადლიერმა მონამ, ყოველგვარი ადამიანური მსჯელობა მიატოვა და მხოლოდ ერთზე ზრუნავდა — ბრძანების აღსრულებაზე; თითქოს ადამიანურ ბუნებას განეშორა და ყოველგვარი თანალმობა და მამობრივი სიყვარული ღვთის ბრძანებებზე დაბლა დასვა, სწრაფად შეუდგა მათ აღსრულებას. „აღდგა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ განთიად და აღსხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძე თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა" (). შენიშნე, როგორ კაცთმოყვარე უფალი თავად ადგილის სიშორით მართლის სათნოებას გამოსცდის. წარმოიდგინე, რა უნდა გაეძლო მართალს სამი დღის განმავლობაში, როცა თავის თავთან ფიქრობდა მიცემულ ბრძანებაზე — იმაზე, რომ საკუთარი ხელებით უნდა დაეკლა ესოდენ საყვარელი ძე, ამასთან ვერავის გაემხელა ამ საქმის შესახებ — და გაოცდი მისი ღვთისმოყვარე და ბრძნული სულით. მისთვის მოცემული ღვთის ბრძანების მთელი მნიშვნელობის გაცნობიერებით, იგი საქმეს არავის უმხელს, არც მსახურებს,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის