მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 20:8

7. ხოლო შენ მიეც აწ ცოლი მისი, რამეთუ კაცი წინასწარმეტყუელი არს იგი და ილოცოს შენთჳს და სცხონდე. უკუეთუ არა მისცე, იცოდე, რამეთუ მოჰკუდები შვნ და ყოველი სახლი შენი.8. აღიმსთო აბიმელიქ განთიად და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა. და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად.9. და მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ ჩუენ, შე-მე-რა-გცოდეთა შენ, რამეთუ მოაწიე ჩემ ზედა და სამეფოსა ჩემსა ზედა ცოდვა დიდი, საქმე, რომელ არა ვინ ქმნის, მაქმნიე ჩუენ.
დაბადებისა თავი 20
8. აღიმსთო აბიმელიქ განთიად და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა. და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად.
საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის გამოცხადება აბიმელექისადმი (20:2-8):

აი ჭეშმარიტი ქორწინება — როცა მეუღლეთა შორის ასეთი თანხმობა სუფევს, როცა მათ შორის ასეთი მჭიდრო კავშირია, როცა ისინი ურთიერთსიყვარულით არიან შეერთებულნი. როგორც სხეული ვერასოდეს იქნება საკუთარ თავთან უთანხმოებაში და სულიც — საკუთარ თავთან, ასევე ქმარი და ცოლიც არ უნდა უთანხმოებდნენ ერთმანეთს, არამედ ერთობაში ცხოვრობდნენ. აქედან აურაცხელი სიკეთე შეიძლება წარმოიშვას მათთვის. ყველა სიკეთე იქ იყრის თავს, სადაც ასეთი ერთსულოვნებაა, — იქ მშვიდობაა, იქ სიყვარულია, იქ სულის სიხარულია; არ არის იქ ჩხუბი, არც ბრძოლა, არც მტრობა, არც კინკლაობა; ეს ყველაფერი ქრება, რადგან ყველა სიკეთის ფესვი, ანუ ერთსულოვნება, ანადგურებს ამ ყველაფერს. „მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ. მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა" (). შეხედე, რა კაცთმოყვარეა ღმერთი. მან, რომელმაც იცოდა, რომ მართალმა სიკვდილის შიშის გამო დიდსულოვნად აიტანა სარრას მოტაცება და რომ მეფემ იგი მართლის დად მიიყვანა, ავლენს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის