შენიშნე ისიც, როგორ ბრწყინავდა მართლის სათნოება თვით გამოცდებში უფრო და უფრო მეტად, რადგან ღმერთი ყველა შემთხვევაში ავლენდა მას. როგორც ადრე, ეგვიპტეში მისული მწირი, არავისთვის ცნობილი და უნაცნობო, მართალი მოულოდნელად დიდი პატივით დაბრუნდა იქიდან, — ასევე ახლაც, გერარაში დასახლებული, ჯერ თავად აკეთებს იმას, რაც მასზეა დამოკიდებული, შემდეგ კი ისეთ დიდ შეწევნას იღებს ღვთისგან, რომ მეფეც და ყველა იქაური მცხოვრებიც სრული მოშურნეობით ემსახურება მართალს. „და თქუა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს" (). შეხედე, რა მძიმე გრძნობები აღელვებდა მართლის სულს და რა შიშმა შეიპყრო იგი. წინანდელმა, თუმცა ძალიან ძლიერმა, ცოლის დაკარგვის შიშმა ახლა სიკვდილის შიშს დაუთმო ადგილი. და რომ სიკვდილისთვის თავი აერიდებინა, საკუთარი თვალებით უნდა ენახა, როგორ ჩაუვარდა თანამეცხედრე მეფეს ხელში. ეს კი რა აუტანელია, იციან ცოლიანებმა. ამიტომაც ბრძენმა თქვა: „რამეთუ სავსე არს შურითა და...
დაბადებისა 20:2
1. და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო და დაეშენა შორის, კადესა და შორის სურსა და იმსხემა გერარს შორის.2. და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ.3. მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.
დაბადებისა თავი 20