მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 2:7

6. ხოლო წყარო აღ-მო-ვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა7. და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.8. და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა.
დაბადებისა თავი 2
7. და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 13. „და დანერგო უფალმან ღმერთმან სამოთხე ედემს, აღმოსავალით" (დაბ 2:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. კაცის შექმნის განსაკუთრებულობა (2:7):

...დან რაღაც, და შემდეგ თანმიმდევრულად განვიხილოთ დღევანდელი საკითხავი. რაზე ვმსჯელობდით უკანასკნელ ჯერზე, სად მივიყვანეთ სიტყვა და სად შევაჩერეთ — ამის შესახებ უნდა ვთქვათ. „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (), — ამბობს (მოსე). რაც მაშინ ვთქვი, ახლაც გავიმეორებ და მუდამ ვიტყვი — სახელდობრ იმას, რომ ყოველთა საერთო მეუფის სიყვარული ჩვენი მოდგმის მიმართ დიდია და გამოუთქმელი. მართლაც, ჩვენი ცხონებისათვის მან დიდი მოწყალება გამოიჩინა, დიდი პატივით ღირსყო ეს არსება, ესე იგი ადამიანი; და სიტყვითაც და საქმითაც დაამტკიცა, რომ მის შესახებ უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე მთელ ხილულ ქმნილებაზე. არაფერი გვიშლის ხელს, რომ დღესაც თქვენს წინაშე, საყვარელნო, იმავე საკითხს განვიხილოთ. როგორც სურნელოვანი ნივთიერებები, რაც უფრო მეტად ვხეხავთ ხელის თითებით, მით უფრო ძლიერ სურნელს გამოსცემენ, ისევე წერილიც: რაც უფრო ღრმად ჩავწვდებით, მით უფრო მეტ საუნჯეს ვაღმოაჩენთ და მისგან დიდი და გამოუთქმელი სიმდიდრის შეძენას შევძლებთ. „და შექმნა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან". განსხვავება თვით სიტყვის დასაწყისიდანვე შეამჩნიე. ნე...

სრულად ნახვა
საუბარი 12. „ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისა" (დაბ 2:4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ადამიანის შექმნა მტვრისგან (2:7):

...ე მოგვითხრობს. ზემოთ მოკლედ თქვა: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი" (); ხოლო ახლა ამბობს: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (). დიდმნიშვნელოვანია ეს სიტყვები; ბევრი საკვირველი და ადამიანის გონებას აღემატებული რამ არის მოქცეული მათში. „და შექმნა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან". როგორც ყოველ ხილულ ქმნილებაზე ვაჩვენე, რომ ყოვლის შემოქმედი ყველაფერს არა ისე აკეთებს, როგორც ადამიანები, რათა ამითაც მისი გამოუთქმელი ძალა გამოვლინდეს, ისევე ახლა, ადამიანის შექმნისასაც, იგივე ჩანს. შეხედე: მან მიწა წყალთა ზედა დაამყარა, რისი გაგებაც ადამიანის გონებას რწმენის გარეშე არ შეუძლია; მან, ვაჩვენეთ, როცა ინებებს, ყოველ არსებას თავისი თვისებების საპირისპიროდ აქცევს. იგივე, როგორც ახლა საღვთო წერილი გვიჩვენებს, ადამიანის შექმნისასაც მოხდა. „შექმნა, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან". რას ამბობ: მტვერი მიწიდან აიღო და ადამიანი შექმნაო? სწორედ ასეა, ამბობს. და ნათქვამია არა უბრალოდ „მიწა"...

სრულად ნახვა
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად (15,45).:

...რთეებისაჲთა მის თანა განცხადებულად მოქმედებდა ბუნებასა შინა კაცებისასა.

მოციქულისაჲ: ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად (15,45).

თარგმანი: ესე წერილ არს დაბადებასა შინა, ვითარმედ: "იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად" (), ხოლო შემდგომი ამისი თჳთ დაურთავს მოციქულსა, და საქმე აღსრულებული — სიტყუად წერილისა სახელ-უდებიეს, ვითარმედ: "უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად", რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს წერილთაჲ, და უფროჲსღა საწინაჲსწარმეტყუელოთა წიგნთა, ვითარ-იგი იერუსალემისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: "ქალაქ სიმართლისა გეწოდოს" (), და არა ეწოდა. და კუალად უფლისათჳს, ვითარმედ: "სახელი მისი ემმანოელ" (), რომელი არა ეწოდა. გარნა ცხად არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელმან საქმე აღსრულებული სახელის-დებად შეჰრაცხა. გარნა შენ იხილე, ვითარ პირველისა ადამისთჳს ცხოველობაჲ ოდენ თქუა სამშჳნველისაჲ, ხოლო მეორისა ადამისთჳს — სული; არღარა თჳთ ოდენ ცხოველი, არამედ სხუათაცა განმაცხოველებელი, რაჲთა უმაღლესობაჲ საზომისაჲ გიჩუენოს, ვითარ იგი — განხრწნადისა ამის და წარმავ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:

...რებისა საქმენი იყვნეს, და იგიცა განაცხოველებდა ყოველსავე, რაჲთამცა ესრეთ გამოაჩინა ძალი თჳსი; ხოლო რომელ თქუა, ვითარმედ: „რაჲ-თა გამოჩნდეს დიდებაჲ ღმრთისაჲ“, თავისა თჳსისათჳს იტყჳს და არა მამისათჳს, რამეთუ მისი დიდებაჲ ცხადი იყო. რამეთუ ვინაჲთგან ესმოდა მათ, ვითარმედ: „კაცი მიწაჲ დაჰბადა ღმერთმან ქუეყანით“, ამისთჳს თავადმანცა ეგრეთვე ყო. რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა, ვითარმედ: მე ვარ, რომელმან აღვიღე მიწაჲ ქუეყანით და შევქმენ კაცი, ძნელ იყო სიტყუაჲ ესე წინაშე მათსა, ხოლო ვინაჲთგან საქმით გამოაჩინა ძალი თჳსი, არღარა ურწმუნო იყო საქმჱ მისი. და ამისთჳს აღიღო მიწაჲ ქუეყანით, რომელ-იგი შექმნა ნერწყჳთა, და ესრეთ გამოაჩინებს დაფარულსა მას დიდებასა თჳსსა, რამეთუ არამცირედი დიდებაჲ არს, რაჟამს გულისხმაყვეს, რამეთუ ესე არს დამბადებელი დაბადებულთაჲ. რამეთუ ერთისა ამისგან საქმისა ყოველსავე გამოაჩინებს, რამეთუ უზეშთაესისა მის დარწმუნებაჲ უდარესსაცა სარწმუნო-ჰყოფდა, რამეთუ კაცი უპატიოსნეს არს ყოვლისა სოფლისასა. და კუალად ჩუენთა ასოთა შინა უპატიოსნეს ყოველთასა არს თუალი, ამისთჳს არა ლიტონად, არამედ მით სახითა შექმნნა თუალნი, რამეთუ დაღაცათუ მცირე არს ასოჲ იგი, არამედ ყოველთა უმეტეს სარგებელ ეყოფის გუამ...

სრულად ნახვა