...დ დაიშლები, რომლისგანაც აღებულიც ხარ. თუმცა სხეულებრივი ბუნება მოგეცი, ჩემი კაცთმოყვარეობით, მაგრამ ეს სხეული მიწისგანაა და ისევ მიწად იქცევა: „რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე". რომ ეს ასე არ მომხდარიყო, იმიტომ გამცნე ხისგან არ შეხებოდი, ვამბობდი რა: „რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ" (). მე ეს არ მინდოდა; მაგრამ, რადგან ჩემი მხრიდან ყოველივე გაკეთდა და შენ თავადვე მოიტანე ეს თავზე, არავის ადანაშაულო, გარდა საკუთარი უზრუნველობისა. აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება, რომელიც, თუ გნებავთ, მოკლედ გადავჭრით და სიტყვას დავამთავრებთ. „თქუა, — ნათქვამია, — ღმერთმან: რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ"; მაგრამ ჩანს, რომ ისინი ურჩობისა და გემოვნების შემდეგ კიდევ მრავალი წელი იცოცხლეს. ეს გაუგებრობა მხოლოდ მათთვის ჩანს, ვინც ზედაპირულად უყურებს ამ სიტყვებს. მაგრამ ვინც კეთილი განზრახვით ისმენს, მისთვის ნათელია ნათქვამი და ყურადღებიანს არანაირი გაუგებრობა არ ეჩვენება. თუმცა მათ (ადამმა და ევამ) მრავალი წელი იცოცხლეს, მაგრამ იმ წუთიდან, რაც მოისმინეს: „რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე", სასიკვდილო განაჩენი მიიღეს, მოკვდავნი გახდნენ და, შეიძლება ითქვას, მოკვდნენ. ამას მიუთითებდა საღვთო წერილი, როცა ამბობდ...
დაბადებისა 2:17
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ჴმა-ყვეს კაცთა მოსეს მიმართ, ვითარმედ ყოველივე, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვქმნეთ და ვისმინოთ მისი; ანუ თუ მას, რომელ თანამდებ არს ყოველი კაცი სმენად ყოველსავე ბრძანებასა ღმრთისა, დამბადებელისა თჳსისასა; გინათუ მას, რომელი-იგი უბრძანა ღმერთმან ადამს, ვითარმედ: "რომელსა დღესა შჭამოთ ხისა მისგანი, სიკუდილით მოსწყდეთ" () ესე სიტყუაჲ, ვითარცა ჴელითწერილი, მიეტაცა ეშმაკსა, რამეთუ გარდასლვაჲ იგი მცნებისაჲ, ვითარცა ჴელის-წერა რამე იქმნა ჩუენდა, რომელი-იგი დაჰჴსნა უფალმან განჴორციელებითა თჳსითა, რამეთუ ცოდვანი ჩუენნი თჳსად განიკუთნნა, მან, რომელმან ცოდვაჲ არა ქმნა, და თავისა მიერ თჳსისა გარდაიჴადა პატიჟი, თანამდები ჩუენი, და ჩუენ განმათავისუფლნა პირისაგან წინააღმდგომისა, რომელსა-იგი მარადის წინა-აღსადგომელად ჩუენდა აქუნდის ჴელითწერილად ჩუენ ზედა შექმნული იგი ბრალი ურჩებისაჲ, რომელი-იგი ბრძანებათა მიერ საღმრთოთა შჯულთაჲსა აღჴოცა, რამეთუ პირველად განვისწავლებით ჯმნად ეშმაკთაგან და საქმეთა მისთა, და აღვსთქუამთ შედგომასა ქრისტესსა, მორჩილებითა მცნებათა მისთაჲთა, და ესრეთ, მისა მიმართ სარწმუნოებითა შთავალთ წყალსა ემბაზისასა, რომელსა შინა, რაჟამს ნათელ-ვიღოთ, სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, მყის სარწმუნოებაჲ ოდენ კმა არს ჩუენდა, და თჳთ წყალი იგი ნათლისღ...
...ფაჲ თჳთ კმა არს ბოროტად, ანუ თუ მომავალსა მას საუკუნოჲსა საშჯელსა მოასწავებს სიტყჳთა ამით, რამეთუ ვითარცა კაცისმკლველი დაღაცათუ მსაჯულისა სიტყჳთა არა დაისაჯოს, არამედ ბუნებითა მის საქმისაჲთა დაშჯილ არს, ეგრეთვე ურწმუნოჲ; რამეთუ ადამსცა ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „რომელსაცა დღესა შჭამო ხისა მისგან, მოჰკუდე“, და მან შემდგომად ჭამისა მრავალი ჟამი დაყო. და ვითარ ჰრქუა ღმერთმან, ვითარმედ: „რომელსა დღესა შჭამო, მასვე დღესა მოჰკუდე“? გარნა დაღაცათუ საქმით არა იქმნა მაშინვე სიკუდილი, არამედ ბრძანებითა მით ღმრთისაჲთა და ბუნებითა მის საქმისაჲთა, და ვინაჲთგან გამოჴდა მის ზედა განჩინებაჲ სიკუდილისაჲ, ვითარმცა მომკუდარ იყო, დაღაცათუ დაყვნა ჟამნი რაოდენნიმე. რამეთუ რაჲთა არავის ესმეს, ვითარმედ: „არა მოვედ დაშჯად სოფლისა“, და ჰგონებდეს, თუ არა სამე არს საშჯელი. ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე, რაჲთა ვიცოდით, ვითარმედ საშჯელი ყოფად არს. და ესე დიდი სახიერებაჲ არს ღმრთისაჲ, რომელ არა ოდენ ძჱ მოსცა, არამედ ჟამიცა საშჯელისაჲ დააყოვნა, რაჲთა აქუნდეს ცოდვილთა ჟამი სინანულისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ძისაჲ, არა ისაჯოს“ (3,18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „რომელსა ჰრწმენესო“, არა თუ რომელი გამოეძიებდეს ორგულებით. და უკუეთუ ვინ თქუას: და უკუეთუ ვისმე ჰრ...
...მისა, მიემთხჳა, ვითარ-იგი პირველქმნულთა მათ უყო და რომელნი-იგი ამით ესევითარითა სახითა აცთუნნა და ამხილა, ვითარმედ არა აქუს ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მტკიცე. ამისთჳსცა წინააღმდგომ სიტყუათა ღმრთისათა აღუთქუა მათ ეშმაკმან, და რომლისაგან ებრძანა ღმერთსა, ვითარმედ: „უკუეთუ შჭამოთ ხისა მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთო“, მან უფროჲსად ჭამითა მისითა უქადაგა მათ უკუდავებაჲ და განღმრთობაჲ და ესრეთ ამაოჲთა სასოებითა აცთუნნა და ურწმუნოებად შთაყარნა და მერმე კეთილთა მათგან სამოთხისათა განჴადნა; ეგრეთვე ენება აქაცა ქმნად, არამედ იძლია; და გამოაჩინა ქრისტემან, ვითარმედ არცა მაშინ სიტყჳსათჳს ეშმაკისა, არცა უკუანაჲსკნელ, ოდეს თანამზრახველნი ეშმაკისანი - მზაკუვარნი ჰურიანი - ეძიებდენ სასწაულსა, ჯერ-არს თანამიყოლაჲ სიტყჳსა მის და ამაოჲსა მის გამოსაცდელად თქუმულისა სათხოელისა; რაჲთა ვითარცა ყოვლისა კეთილისა სახე გუექმნა, ესეცა გუასწაოს, რაჲთა დაღაცათუ ძალ-გუედვას სასწაულისა ანუ სხჳსა რაჲსამე დიდებულისა საქმისა ქმნად, ოდეს ვხედვიდეთ, ვითარმედ არარაჲ არს სარგებელი საქმისა მისგან, არამედ ცუდად და ამაოდ იქმნების, არა ვინებოთ ქმნად საქმისა მის და არცა კუალად თავს-ვიდვათ რასავე ზედა სმენაჲ განძრახვათა ეშმაკისა, დაღაცათუ კეთილსა რასმე გუაწუევდეს, დაღაცათუ ჭირსა და...