მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:9

8. რამეთუ არიან ჩემნი ორნი ასულნი, რომელთა არღა უცნიეს მამაკაცნი. გამოვიყუანნე იგინი თქუენდა და იჴმიენით იგინი, ვითარცა გთნავს, მხოლოდ კაცთა ამათ მიმართ ოდენ ნურარას ჰყოფთ უსამართლოსა, ვინათგან შემოვიდეს სართულსა ქუეშე მოსრულთა ჩემთასა.9. და ჰრქუეს: განერე იქი. მწირობად შემოხუედ, ნუ. სასჯელისა სჯად. აწ უკუე შენ გიბოროტოთ უფროს-ღა, ვიდრე მათ. და აიძულებდეს ლოთს ფრიად და მიეახლნეს შემუსრვად კარსა.10. ხოლო კაცთა მათ ბანყუნეს ჴელნი და შეიტანეს ლოთ ჴელთა მიმართ თჳსთა და კარი სახლისა დაჴშეს.
დაბადებისა თავი 19
9. და ჰრქუეს: განერე იქი. მწირობად შემოხუედ, ნუ. სასჯელისა სჯად. აწ უკუე შენ გიბოროტოთ უფროს-ღა, ვიდრე მათ. და აიძულებდეს ლოთს ფრიად და მიეახლნეს შემუსრვად კარსა.
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სოდომელთა დასჯა სიბრმავით და ლოტის გაფრთხილება (19:9–13):

მაშ, გევედრებით, მივბაძოთ ამ მართალს; და თუნდაც მოყვასის გადასარჩენად რაიმე უსიამოვნოს მოთმინება დაგვჭირდეს, ამაზეც არ უარი ვთქვათ. ასეთი მოთმინება ჩვენთვის ცხონების გირაო იქნება და დიდ კადნიერებას მოგვანიჭებს ღვთის წინაშე. შეხედე, საყვარელო, ამ მართალს, როგორ წინ აღუდგა მთელ ხალხს, რომელმაც ბოროტებაში ასეთი ერთსულოვნება გამოავლინა, და რა უჩვეულო სიმამაცე აღმოაჩნდა დიდ სიმშვიდესთან ერთად. მართალია, ვერ შეძლო მათი დაუოკებელი მძვინვარების შეკავება. და მისი საოცარი სიმშვიდით აღვსილი სიტყვების შემდეგ, როცა სიტყვით, თითქოს საკუთარი ხელებით, მათ თავისი ასულები მისცა, რა ეუბნებიან მას? „განერე იქი" (). ო, უზომო სიმთვრალე! ო, უკიდურესი უგუნურება! ასეთია ეს ბოროტი და დაუოკებელი ავხორცობა: როგორც კი გონებას დაეუფლება, არანაირ წესიერების გრძნობას არ უტოვებს, არამედ ყველაფერს ღამის წყვდიადითა და ბნელით ფარავს. „განერე იქი, — ამბობენ, — მწირობად შემოხუედ, ნუ. სასჯელისა სჯად. აწ უკუე შენ გიბოროტოთ უფროს-ღა, ვიდრე მათ". შეხედე, რა სიმშვიდით ელაპარაკება მათ მართალი და რა თავხედობას იჩენენ ისინი!...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის