მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:8

7. და ჰრქუა მათ: ნუ სადა, ძმანო, ნუ უკეთურებთ.8. რამეთუ არიან ჩემნი ორნი ასულნი, რომელთა არღა უცნიეს მამაკაცნი. გამოვიყუანნე იგინი თქუენდა და იჴმიენით იგინი, ვითარცა გთნავს, მხოლოდ კაცთა ამათ მიმართ ოდენ ნურარას ჰყოფთ უსამართლოსა, ვინათგან შემოვიდეს სართულსა ქუეშე მოსრულთა ჩემთასა.9. და ჰრქუეს: განერე იქი. მწირობად შემოხუედ, ნუ. სასჯელისა სჯად. აწ უკუე შენ გიბოროტოთ უფროს-ღა, ვიდრე მათ. და აიძულებდეს ლოთს ფრიად და მიეახლნეს შემუსრვად კარსა.
დაბადებისა თავი 19
8. რამეთუ არიან ჩემნი ორნი ასულნი, რომელთა არღა უცნიეს მამაკაცნი. გამოვიყუანნე იგინი თქუენდა და იჴმიენით იგინი, ვითარცა გთნავს, მხოლოდ კაცთა ამათ მიმართ ოდენ ნურარას ჰყოფთ უსამართლოსა, ვინათგან შემოვიდეს სართულსა ქუეშე მოსრულთა ჩემთასა.
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ლოტის სტუმართმოყვარეობა და სათნოების ძალა (19:1)

როგორც აყვავებული მდელო თვალს უჩვენებს სხვადასხვა და მრავალფეროვან ყვავილებს, ისევე საღვთო წერილი გვიჩვენებს მართალთა სათნოებებს, — არა იმისთვის, რომ მხოლოდ გარბენით ვისიამოვნოთ მათი კეთილსურნელებით, ისევე, როგორც ყვავილების სურნელებით ვსიამოვნებთ, არამედ იმისთვის, რომ მუდმივად ვკრეფდეთ აქედან ნაყოფს ჩვენს სასარგებლოდ. ყვავილებთან — მხოლოდ ხელში ავიღებთ, მალევე ჭკნება და კარგავს თავის სიამოვნებას. აქ კი ასე არ არის: სმენით რომ მივიღებთ მართალთა სათნოებებს და ჩვენი გულის სიღრმეში შევინახავთ, — ყოველ დროს შეგვიძლია, თუ მოვისურვებთ, ვისიამოვნოთ მათი კეთილსურნელებით. მაშ, თუ ასეთია საღვთო წერილში აღწერილი წმიდანთა სათნოებების კეთილსურნელება, გამოვცადოთ დღეს ლოტის სათნოებების კეთილსურნელება, რათა ზედმიწევნით ვიცოდეთ, როგორ აიყვანა მამამთავარსთან (აბრაამთან) ურთიერთობამ ეს მართალი სათნოების უმაღლეს მწვერვალზე და როგორ აჩვენა მან, მამამთავრის კვალდაკვალ მიჰყვებოდა რა, თავისი სტუმართმოყვარეობა საქმით. მაგრამ, რომ ჩვენი სიტყვა უფრო ნათელი იყოს, სჯობს თავად წერილის სიტყვებს მოვუსმინოთ:...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის