მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:6

5. და განუწოდდეს ლოთს და იტოდეს მისა მიმართ: სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყუნეთ მათ.6. ხოლო გამოვიდა ლოთ მათდა მიმართ წინაშე კართა და კარი განიჴშა უკუანა თჳსსა.7. და ჰრქუა მათ: ნუ სადა, ძმანო, ნუ უკეთურებთ.
დაბადებისა თავი 19
6. ხოლო გამოვიდა ლოთ მათდა მიმართ წინაშე კართა და კარი განიჴშა უკუანა თჳსსა.
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ლოტის თავგანწირვა სტუმრებისთვის და ძმის შეგონების მოვალეობა (19:6–8):

მაგრამ შევხედოთ შემდეგ მართლის სათნოების სიდიადეს: „გამოვიდა ლოთ მათდა მიმართ წინაშე კართა და კარი განიჴშა უკუანა თჳსსა... და ჰრქუა მათ" (დაბ 19:6–7). შეხედე, როგორ ეშინია მართალს და როგორ კანკალებს სტუმრების უსაფრთხოებისთვის. უმიზეზოდ კი არ დაიხშო კარი თავის უკან, არამედ იმიტომ, რომ იცოდა სოდომელთა მძვინვარება და თავხედობა და მათ ბოროტ განზრახვას ხვდებოდა. შემდეგ ეუბნება მათ: „ნუ სადა, ძმანო" (). ო, მართლის სულგრძელობა! ო, თავმდაბლობის სიღრმე! ასეთ ხალხთან ასეთი სიმშვიდით მოპყრობა — აი, ნამდვილი სათნოება. უეჭველია, ვინც ავადმყოფის განკურნება ან შმაგის მოფხიზლება ისურვებს, არავინ აკეთებს ამას რისხვითა და სისასტიკით. შეხედე, როგორ უწოდებს ძმებს მათ, ვინც ასეთი დანაშაულის ჩადენას აპირებს, — სურს მათი შერცხვენა, სინდისის გამოღვიძება და საძაგელი განზრახვიდან განრიდება: „ნუ სადა, ძმანო, — ამბობს, — ნუ უკეთურებთ". ნუ ჩაიდენთ, ამბობს, ამგვარს, ნუ წამოიწყებთ ამ საძაგელ საქმეს, ნუ უკუაგდებთ თავად ბუნებას, ნუ მოიგონებთ ბუნებასაწინააღმდეგო შერევას. თუ უკვე გინდათ თქვენი აღშფოთებული...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის