მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:35

34. და ჰრქუა უხუცესმან მან ხვალისაგან უმრწემესსა მის: აჰა ესერა, მე დავწევ გუშინ მამისა ჩემისა თანა, ვასუათ მას ღჳნოჲ ამას ღამესა-ცა და შენ დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი.35. ასუეს მას ღამესა ღჳნოჲ მამასა მათსა და შევიდა უმრწემესი იგი ასული და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ36. და მიუდგეს ორნივე იგი ასულნი ლოთისანი მამისაგან თჳსისა.
დაბადებისა თავი 19
35. ასუეს მას ღამესა ღჳნოჲ მამასა მათსა და შევიდა უმრწემესი იგი ასული და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. აბრაამის შუამდგომლობა და სოდომის დაქცევა (19:27–29)

გუშინდელმა საუბარმა სამარიელი დედაკაცის შესახებ საკმარისად გვიჩვენა უფლის გამოუთქმელი სულგრძელობაც, მისი განსაკუთრებული მზრუნველობა მის მიმართ და ქალის მადლიერებაც. თქვენ ნახეთ, როგორ მოვიდა ის გრძნობადი წყლის ამოსახაპად და სულიერი წყაროს საღვთო ნაკადებით დარწყულდა, და ასე დაბრუნდა სახლში, თავის თავზე აღასრულა რა უფლის სიტყვა: „ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ" (). ამ საღვთო და სულიერი წყაროთი აღვსილმა მან ნაკადები თავის თავში ვერ შეიკავა, არამედ თავისი სიჭარბიდან, ასე ვთქვათ, მისთვის მინიჭებული ნიჭის მადლი ქალაქის მცხოვრებლებზეც გადმოადინა; და ქალი, სამარიელი, უცხოტომელი, უეცრად მქადაგებლად იქცა. თქვენ ნახეთ, რა მნიშვნელოვანია სულიერი მადლიერება, ნახეთ უფლის კაცთმოყვარეობაც: როგორ არავის არ უგულებელყოფს, არამედ, თუნდაც ქალში, თუნდაც ღარიბ ადამიანში, ვინმეში კი ფხიზელ და მხურვალე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის